კატეგორია: სამართალი

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 9 პირი დააკავეს

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტები გამოავლინეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი […]

ოზურგეთის სასამართლომ საკრებულოს დეპუტატი გაფიქრებისთვის დასაჯა

ოზურგეთის სასამართლომ საკრებულოს დეპუტატი გაფიქრებისთვის დასაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, თათია ნიკოლაშვილი იმის გამო სცნო დამნაშავედ, რომ მას აღმოაჩნდა სურვილი შორიდან ედევნებინა თვალი პრემიერ მინისტრის ოზურგეთელებთან შეხვედრისათვის. მართალია სასამართლომ ნიკოლაშვილს არც პატიმრობა შუფარდა და არც 2 ათას ლარიანი ჯარიმა, მაგრამ ის ბრალეულად ცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. არადა სხდომაზე მბრალდებელი […]

“პოლიციელებმა სახეში გამარტყეს” – გიორგი მჟავანაძემ პროკურატურას მიმართა

"პოლიციელებმა სახეში გამარტყეს" - გიორგი მჟავანაძემ პროკურატურას მიმართა

მოძრაობა “სირცხვილია” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობის გამოძიების მოთხოვნით დღეს პროკურატურას მიმართავს. სამოქალაქო აქტივისტი სასამართლომ გუშინ დარბაზიდან გაათავისუფლა. მჟავანაძე ამბობს, რომ მას რამდენიმე პოლიციელი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დააკავა. “მივედი პოლიციის განყოფილებაში, რადგან თვითონ დამიკავშირდნენ, მე არ ვიცოდი იმ პოლიციელის სახელი და გვარი, რომელმაც დამირეკა და მთხოვა პოლიციაში მისვლა. […]

თვითმკვლელობა მარნეულში

თვითმკვლელობა მარნეულში

პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის კიდევ ერთი საქმე. რაუფ ბაირამოვის ნათესავები სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ოჯახის ინფორმაციით, სწორედ პოლიციის ძალადობა გახდა შუახნის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. ნათესავები ამბობენ რომ ბაირამოვს პოლიცია ქურდობასა და ძალადობაში ადანაშაულებდა. დაკითხვიდან მოსვლის შემდეგ კი ის ოჯახის წევრებმა სახლის სარდაფში გარდაცვლილი ნახეს. ბაირამოვები არ გამორიცხავენ რომ შუახნის კაცი პოლიციის განყოფილებაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. […]

დერცელის სკოლის ბუღალტერმა 142.629,7 ლარი მოიპარა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება განათლების სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 […]

ქონების თაღლითურად დაუფლების გამო დ.ს-ს 6 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ათ ეპიზოდში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ს. სხვადასხვა ხერხით მოტყუების გზით, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის გათავისუფლების ცრუ დაპირებით, […]

დედ-მამისა და ბებიის მკვლელს ოთხწლიანი მკურნალობა მიუსაჯეს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

დედ-მამისა და ბებიის მკვლელს ოთხწლიანი იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს. თელავში დედ- მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ახალგაზრდას, სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ოთხი წლით იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა. მამაკაცი ფსიქიტრიულმა ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო, რაზე დაყრდნობითაც, ის ხონი-ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მსჯავრდებულის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებით მკურნალობას გადის. „გიდასტურებთ, მას დაუდგინდა დაავადების […]

ყალბი ფულის გასაღებისთვის 1 პირი დააკავეს

ყალბი 50 დოლარიანების გასაღებისთვის თბილისში 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში ჯამში გაასაღა 36 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე […]

აშშ-ის საელჩომ გვარამიას დაჭერაზე საქართველო მკაცრად გააკრიტიკა

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, „თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით“. როგორც საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის […]

ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასგან 6,7 მილიონ ლარს ითხოვს

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2  ვერ გაყიდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მფლობელი, ქიბარ ხალვაში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება, რომლითაც “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ​3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კახა დამენიას კი 50 000-ლარიანი ჯარიმა. “დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია “ინტერმედიასთან” გარიგების დადების გზით, “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, […]