ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ათ ეპიზოდში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ს. სხვადასხვა ხერხით მოტყუების გზით, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის გათავისუფლების ცრუ დაპირებით, […]
კატეგორია: სამართალი
დედ-მამისა და ბებიის მკვლელს ოთხწლიანი მკურნალობა მიუსაჯეს
დედ-მამისა და ბებიის მკვლელს ოთხწლიანი იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს. თელავში დედ- მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ახალგაზრდას, სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ოთხი წლით იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა. მამაკაცი ფსიქიტრიულმა ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო, რაზე დაყრდნობითაც, ის ხონი-ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მსჯავრდებულის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებით მკურნალობას გადის. „გიდასტურებთ, მას დაუდგინდა დაავადების […]
ყალბი ფულის გასაღებისთვის 1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში ჯამში გაასაღა 36 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე […]
აშშ-ის საელჩომ გვარამიას დაჭერაზე საქართველო მკაცრად გააკრიტიკა
დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, „თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით“. როგორც საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის […]
ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასგან 6,7 მილიონ ლარს ითხოვს
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მფლობელი, ქიბარ ხალვაში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება, რომლითაც “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კახა დამენიას კი 50 000-ლარიანი ჯარიმა. “დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია “ინტერმედიასთან” გარიგების დადების გზით, “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, […]
ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში გადაიყვანეს
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი – მსჯავრდებული ნიკა გვარამია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნიკა გვარამია დღეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. […]
გიორგი გაბუნია – “ბრძოლა გაგრძელდება, მთავარი არხი მუშაობას გააგრძელებს”
ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ მთავარი არხი, ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება ბოლო წლებში, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას – განაცხადა “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული განაჩენის შემდეგ: “სამწუხაროდ, მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება ჩვენი სასამართლოსგან. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა იქცა […]
ნიკა გვარამია სასამართლოში დააკავეს
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ […]
ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. მოსამართლის განცხადებითვე, მას სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, სხდომათა დარბაზში დააკავებენ. რაც შეეხება იმავე საქმეზე ბრალდებულებს ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი – გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლემ განმარტა, რომ […]
ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოცხადდება
„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა. სწორედ ამ დღეს ისარგებლა ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით. გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელშიც მან ოჯახის […]









