თვითმკვლელობა მარნეულში

თვითმკვლელობა მარნეულშიპოლიციის მხრიდან მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის კიდევ ერთი საქმე. რაუფ ბაირამოვის ნათესავები სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ოჯახის ინფორმაციით, სწორედ პოლიციის ძალადობა გახდა შუახნის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი.

ნათესავები ამბობენ რომ ბაირამოვს პოლიცია ქურდობასა და ძალადობაში ადანაშაულებდა. დაკითხვიდან მოსვლის შემდეგ კი ის ოჯახის წევრებმა სახლის სარდაფში გარდაცვლილი ნახეს. ბაირამოვები არ გამორიცხავენ რომ შუახნის კაცი პოლიციის განყოფილებაში ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ქურდობა სოფელში 11 მაისს მოხდა, თვითმკვლელობა კი 16 მაისს.

მთავარი