ჭავჭავაძის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცხედარია აღმოჩენილი. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის პრობლემა გახდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, კაცი გადაადგილებისას ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
კატეგორია: სამართალი
ხაშურში 51 წლის კაცმა 15 წლის გოგო გააუპატიურა
ახალციხეში ყოფილი მეუღლის ინტიმური ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელებისთვის 36 წლის კაცი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით ახალციხის მუნიციპალიტეტში 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის […]
კახეთში 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა
კახეთის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა. გაუპატიურების ამბის გაგების შემდეგ, შურისძიების მიზნით, გოგონას ბიძამ სავარაუდო დამნაშავე იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგო საავადმყოფოში იმყოფება. საგარეჯოს კლინიკაშია დაჭრილი სავარაუდო დამნაშავეც. არასრულწლოვანის ბიძა კი დაკავებულია. „ოჯახში შემოვიყვანეთ, ვუპატრონეთ, დავასაქმეთ. 3 კვირის წინ მისი ცოლი, ანუ ჩემი ქალიშვილი დაიღუპა და აქ ოჯახში სამძიმრის სუფრას […]
სალონიკში ქართველი ორსული ქალი მოკლეს
სალონიკში 41 წლის ქართველი, ორსული ქალი მოკლეს – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 2024 წლის 1-ელ იანვარს მოხდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქალს ერთ-ერთ ბინაში, სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით 39 წლის პარტნიორმა და მისმა 34 წლის მეგობარმა მიაყენეს, რის შემდეგაც მის ჯიბეში არსებული 80 ევრო აიღეს. მედიის ცნობით, მოკლული ქალი, პოლიციამ, 8 […]
„დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო… 18 ჭრილობა მიაყენა” – კახეთში, 24 წლის ბიჭი დაჭრეს
კახეთში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გურჯაანში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და შემდეგ ქუჩაში , ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელჩართული ჩხუბის დროს, 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით 24 წლის ახალგაზრდას 18 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა აქვს არტერიიე, ღვიძლისა და გულმკერდის არეში. ამ […]
გორში, მინდორში, გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს
„მთავარი არხის” ინფორმაციით, გორის რაიონში, სოფელ ახალშენში, მინდორში, გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნატა ფერაძის სახლთან „ალტ ინფოს” წევრები მივიდნენ – შსს აქციის მონაწილეებს მიმართავს – ვიდეო
ნატა ფერაძის სახლთან „ალტ ინფოს” წევრები მივიდნენ. მიზეზი ფერაძის მიერ სტალინის გამოსახულებიანი ხატის ვიდეოს გავრცელება გახდა, რომელსაც საღებავი ჰქონდა შესხმული. ნატა ფერაძის სახლს სამართალდამცავები იცავენ. შსს აქტივისტებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, […]
ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა
ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ზ.ბ. ცხელ […]
„ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სომხეთში კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს“
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაწყებული საერთაშორისო გამოძიება დავით კეზერაშვილის უახლოეს გარემოცვაზე გავიდა. “კურიერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სომხეთში, გერმანიის პროკურატურის მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბიძაშვილი მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ევროპელი პენსიონერების ძარცვის ტრანსნაციონალური სქემა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, გამოძიების ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე მიხეილ ბინიამინი საერთაშორისო თაღლითური დაჯგუფების […]