ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ 21 წლის გოგო – სამგორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ 21 წლის გოგო - სამგორში მომხდარი მკვლელობის დეტალებისამგორში 22 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს, პოლიციამ ის ზუგდიდში აიყვანა “განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს.

„დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს – 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.