ქუთაისში 29-ე სკოლის ეზოში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ პალიტრავიდეოსთან ადგილობრივი მცხოვრები საუბრობს. ”ბევრი ხალხი იყო, პოლიციაც იყო მოსული, ეზოში იპოვეს. ამბობენ, რომ ეს კაცი იყო შარვალ-კოსტუმში დამარხული, არ ჰქონდა სახე, ცალი ხელი ჰქონდა, ცალი არ ჰქონდა და გულზე ტუფლი ედო ქალის”. ”დამარხული რას ნიშნავს?” ”მიწა ეყარა ზევიდან, ერთ მეტრზე იყო მიწა ამოთხრილი და მიწა ეყარა […]
კატეგორია: სამართალი
ლამბოს, ოსკარს, ყურშას, ბაჩოს, წიეს და კიდევ 5 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ე.წ. ობშიაკის შეგროვების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, რომელსაც ბრალი მე-17 დაწესებულებაში წარედგინა, მის მიმართ წინასასამართლო სხდომა დაინიშნა. პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის […]
გიორგი ბარამიძე სასამართლოში ჩვენებას აძლევს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ჩვენებას აძლევს. გიორგი ბარამიძე გამოკითხვაზე 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამო დაიბარეს. თუმცა, მან საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემდა. იპნ
ქუთაისში 29-ე სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
კანადაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – “თვითმკვლელობის ვერსიის არ გვჯერა”
კანადაში გარდაცვლილი ქართველის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების პროცესში ჩართვას და გარდაცვალების მიზეზის ერთობლივად დადგენას სთხოვს. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, გარდაცვლილი, ვალების გამო, ორგანიზებული კრიმინალის მსხვერპლი იყოს. „გარდაიცვალა პიროვნება, რა ვითარებაში პასუხს ვერ ვიღებთ. იყო საუბარი, რომ ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები ჰქონდა და კითხვის ნიშნები გვაქვს როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა“, […]
”რაღა დროს ჯიბით ფულის ტარებაა?” – მინდია გორაძის ადვოკატი შსს-ს სიცრუეში ადანაშაულებს
შსს-ს დღევანდელი განცხადება არის პოპულიზმი და არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ არის მოქცეული, – ამის შესახებ „კანონიერ ქურდობაში” ბრალდებული მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ალექსანდრე კობაიძე შსს-ს დღევანდელ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და უწყებას სიცრუეში ადანაშაულებს. მისი თქმით, სიცრუეა განცხადება, რომ სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია გორაძის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. ობშიაკის თანხა. კობაიძის […]
ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი წაუყენეს
20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. იპნ
მამუკა ჭელიძე – ”ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი ციხეში წარედგინა”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა, 1 პირს კი ბრალი ციხეში წარუდგინა , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო 2 დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის […]
თბილისში მანქანის ოთხივე საბურავი მოიპარეს
სოციალურ ქსელში თინათინ ჯოჯიშვილი ავტომობილების საბურავების მოპარვის შესახებ წერს. მას მანქანა აგურებზე შეყენებული დახვდა. “ვაედითებ რადგან თურმე ზოგს არ ჯერა ბოლტები ჩემმა სიძემ მიამაგრა უკან რადგან ძირს ეყარა გაფატული და არ დაკარგულიყო; რაც შეეხება იმას რომ როგორ ვერ გავიგეთ გვეძინა ხალხო გვეძინა და ვერ გავიგეთ ზოგადად როცა ქურდობენ ჩუმად აკეთებენ ამას. ჩემი გამჭირებია ან თქვენ […]
სუსმა სურსათის სააგენტოს აჭარის ხელმძღვანელი ილია ს. დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია ს. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3.300 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს […]










