კატეგორია: სამართალი

მამის მკვლელობაში ბრალდებული სოსო ცერექაშვილი შეურაცხადად ცნეს

წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებული შვილი, 37 წლის სოსო ცერექაშვილი კომპლექსური, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შეურაცხადად იქნა ცნობილი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოსო ცერექაშვილი მკვლელობის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა. ექსპერტიზის დასკვნით, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, სოსო ცერექაშვილს არ შეუძლია […]

მ.ჯ.-მ ხელყუმბარა შურისძიების მიზნით ისროლა – ვარკეთილის აფეთქებაზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ., დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა დაშავებულებთან. […]

გიგი უგულავა – “იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას”

გიგი უგულავამ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა საქალაქო სასამართლოს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გიგი უგულავამ წარმოებულ გამოძიებას გამოცხადებული გაყალბებული ქრონიკა უწოდა. მისი თქმით, ამბოხების ნაწილში კითხვები არ ყოფილა, არამედ მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. უგულავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან. ოპოზიციის წევრის თქმით, მას წარუდგენენ ბრალს თუ […]

“აფეთქებამდე 15 წუთით ადრე ბიჭები კამათობდნენ’ – რა მოხდა ვარკეთილში

ვარ­კე­თილ­ში, სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით თვითმხილ­ვე­ლე­ბი დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან. რო­გორც ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან, ქუ­ჩა­ში, ის­მო­და კა­მა­თის ხმა, კა­მა­თი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ კი მოხ­და აფეთ­ქე­ბა. “ქუ­ჩი­დან შე­მო­დი­ო­და ბი­ჭე­ბის კა­მა­თის ხმა, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ კი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გო­ნეთ. რო­დე­საც გა­მო­ვი­ხე­დე ჩოჩ­ქო­ლი იყო, ბი­ჭე­ბი იდ­გნე­ნენ და დაჭ­რი­ლებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. 3 დაჭ­რი­ლი­დან 2 […]

ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა ააფეთქეს – 3 ადამიანი დაიჭრა

ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი, 18 წლის კაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. “პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები. დაზიანებული იყო მხოლოდ რბილი ქსოვილები. ჩვენს კლინიკაში პაციენტს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება; კონკრეტულად, დამუშავდა ჭრილობები, გაეწია ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციები, გამოკვლევები ჩატარდა და გადაყვანილია შემდგომი მკურნალობისთვის სტაციონარულ განყოფილებაში. ზედაპირული ჭრილობები იყო მიყენებული […]

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად შეკითხვებს დაუსვამენ. მანამდე უგულავა სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად შს სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა გახარიას უწყებაში მისვლამდე “ევროპული საქართველოს” ლიდერმა უარი იმ დრომდე განაცხადა, ვიდრე თავად გიორგი გახარია არ გამოიკითხებოდა.

თურქეთში 60 წლის ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 60 წლამდე ქალი მოკლეს. შემთხვევა ქალაქ ამასიაში, გარდაცვლილის კუთვნილ სახლში მოხდა. ქალს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, მათ რამდენიმე გასროლა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. ბოროტმოქმედმა, სავარაუდოდ, მიმალვა შეძლო. ნიუპოსტი

გურამ ფალავანდიშვილს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

ლევან ვასაძის თანამოაზრე, გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაშია მიცემული, სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. მას სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია ტოგონიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურამ ფალავანდიშვილის მხრიდან წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ის სამართალდამრღვევად სცნო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და […]

მირზა სუბელიანმა ციხე დატოვა

წელიწადი და ერთ თვიანი პატიმრობის შემდეგ მირზა სუბელიანმა ციხე დატოვა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი გისოსებს მიღმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო აღმოჩნდა. მოგვიანებით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მუხლი გადააკვალიფიცირა და ის დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს: ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების […]