თბილისში მანქანის ოთხივე საბურავი მოიპარეს

თბილისში მანქანის ოთხივე საბურავი მოიპარესსოციალურ ქსელში თინათინ ჯოჯიშვილი ავტომობილების საბურავების მოპარვის შესახებ წერს.

მას მანქანა აგურებზე შეყენებული დახვდა.

“ვაედითებ რადგან თურმე ზოგს არ ჯერა ბოლტები ჩემმა სიძემ მიამაგრა უკან რადგან ძირს ეყარა გაფატული და არ დაკარგულიყო; რაც შეეხება იმას რომ როგორ ვერ გავიგეთ გვეძინა ხალხო გვეძინა და ვერ გავიგეთ ზოგადად როცა ქურდობენ ჩუმად აკეთებენ ამას. ჩემი გამჭირებია ან თქვენ რაღას გიხსნით

გამარჯობა ხალხო დღეს თბილისში 2019 წელია კი ნამდვილად ფოტოც დღევანდელია 1 ლარიც რომ აიღოს ამის ჩამდენმა ისიც კი ამოშხამდეს. არ ვიცი ეს რას უნდა დავაბრალო მთავრობას? არ ვიცი მაგრამ რომ გაირკვეს ვინ გააკეთა ეს ცოცხს სანატრელს გავუხდი იმ საქმისთვის მოხმარდეს რისთვისაც მე ამ მანქანას ვალომბარდებდი ბედნიერი დღე” – წერს ჯოჯიშვილი.

ნიუპოსტი