შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. გოგონას ოჯახის წევრთა ინფორმაციით კი გოგონა, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია. მშობლების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. […]
კატეგორია: სამართალი
ვაზიანის პოლიგონზე სწავლებისას კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებს გადიოდა. იგი შეუძლოდ გახდა და ლაზარეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო […]
რუსთავში 32 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს
რუსთავში, XX მიკრორაიონში 32 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს. ქალი ბინაში 2 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ბავშვები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში თამაშობდნენ, სახლში ასვლისას კი კარები არავინ გაუღო. ამის შემდეგ მეზობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვების მამას დაკავშირებოდნენ, თუმცა ბინაში შესვლა ვერც მან მოახერხა, რის გამოც ადგილზე სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს. მაშველებმა ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს, ოთახების დათვალიერებისას კი სამზარეულოში […]
აკაკი პაპიძის მკვლელობისთვის 21, 19 და 17 წლის ახალგაზრდები არიან დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე 3 პირი: 1998 წელს დაბადებული ნ. მ., 2000 წელს დაბადებული შ. ა. და 2002 წელს დაბადებული კ.შ. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, ურთიერთშელაპარაკების […]
მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
კანონიერი ქურდის შვილიშვილმა გლდანის ციხეში ლითონის ნივთები გადაყლაპა – რას ითხოვს თემურ მირზოევი
უკიდურესი პროტესტი – გლდანის ციხის სამარტოო საკანში პატიმარმა ლითონის ნივთები გადაყლაპა და ოპერაციაზეც უარს აცხადებს. ბავშვობის მეგობრის დაჭრის ბრალდებით გასამართლებულ თეიმურაზ მირზოევს 10 წელი აქვს მისჯილი, თუმცა ის ბრალს არ ეთანხმება და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გამოძიება მირზოევს, რომელიც როგორც ირკვევა, ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილია, მერაბ გელაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. 12 ივნისის სასამართლო პროცესზე დაჭრილის ცოლი უნდა დაკითხულიყო, რომელიც […]
წაღვერთან 60 წლის აკაკი პაპიძის მკვლელობისთვის 3 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა დაბა წაღვერთან 60 წლის აკაკი პაპიძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ერთი პირი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ორი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის დააკავეს. ცნობისთვის, აკაკი პაპიძე საკუთარ მანქანაში მოკლული მისმა მეუღლემ იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ავტომანქანა, სადაც პაპიძე გარდაცვლილი იპოვეს, სავაჭრო ჯიხურად ჰქონდათ გადაკეთებული. სწორედ აღნიშნულ მანქანაში […]
ადვოკატი დოხტურიშვილი – ”ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს”
სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს მისი შვილი დაიკითხა. როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ჟორჟოლაძემ ჟუნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული საქმის მწარმოებელი გამომძიებლებიც დაიკითხნენ. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წარმომავლობის, ავთენტურობის, შინაარსის, სისწორის შესახებ. […]
სასტიკი მკვლელობა აგარაში – ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
აგარაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მოთხოვნით, პროცესი დახურული იყო. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცმა მეგობარს 16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მან ასევე, 13 უმძიმესი ჭრილობა, მათ შორის ყელის არეში მიაყენა მეუღლეს








