თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას. ხელმოწერები ზაფხულის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდება და საშემოდგომო სესიაზე წარედგინება პარლამენტს.
კატეგორია: სამართალი
კანონიერი ქურდის შვილიშვილმა გლდანის ციხეში ლითონის ნივთები გადაყლაპა – რას ითხოვს თემურ მირზოევი
უკიდურესი პროტესტი – გლდანის ციხის სამარტოო საკანში პატიმარმა ლითონის ნივთები გადაყლაპა და ოპერაციაზეც უარს აცხადებს. ბავშვობის მეგობრის დაჭრის ბრალდებით გასამართლებულ თეიმურაზ მირზოევს 10 წელი აქვს მისჯილი, თუმცა ის ბრალს არ ეთანხმება და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გამოძიება მირზოევს, რომელიც როგორც ირკვევა, ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილია, მერაბ გელაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. 12 ივნისის სასამართლო პროცესზე დაჭრილის ცოლი უნდა დაკითხულიყო, რომელიც […]
წაღვერთან 60 წლის აკაკი პაპიძის მკვლელობისთვის 3 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა დაბა წაღვერთან 60 წლის აკაკი პაპიძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ერთი პირი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ორი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის დააკავეს. ცნობისთვის, აკაკი პაპიძე საკუთარ მანქანაში მოკლული მისმა მეუღლემ იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ავტომანქანა, სადაც პაპიძე გარდაცვლილი იპოვეს, სავაჭრო ჯიხურად ჰქონდათ გადაკეთებული. სწორედ აღნიშნულ მანქანაში […]
ადვოკატი დოხტურიშვილი – ”ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს”
სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს მისი შვილი დაიკითხა. როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ჟორჟოლაძემ ჟუნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული საქმის მწარმოებელი გამომძიებლებიც დაიკითხნენ. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წარმომავლობის, ავთენტურობის, შინაარსის, სისწორის შესახებ. […]
სასტიკი მკვლელობა აგარაში – ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
აგარაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მოთხოვნით, პროცესი დახურული იყო. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცმა მეგობარს 16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მან ასევე, 13 უმძიმესი ჭრილობა, მათ შორის ყელის არეში მიაყენა მეუღლეს
ბორჯომში ჯიხურში 60 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
მკვლელობა ყანდაურაში – ომარ გამყრელიძის მეუღლე გარდაიცვალა
სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მეუღლე გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში წუხელ, გვიან ღამით გადმოასვენეს. გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა 72 წლის ქალს თავის არეში მძიმე დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს. რაც შეეხება ოჯახს, რომელსაც შვილი და ცოლი მოუკლეს, აცხადებს, რომ სამართალდამცავები მათ ამ დრომდე, […]
ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ გამოაცხადა. სასამართლომ კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოს, ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კუპრავას თავდებში უდგებოდნენ პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი. კუპრავას […]
ნიკა მელია – ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას
ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას. ეს ზამბარა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ჭიმავს, ძალიან მტკივნეულადმოხვდება მას ცხვირ-პირში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვების თაობაზე. ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება, სადაც სასამართლოს მართავს მურუსიძე – ჩინჩალაძე, პარლამენტს მართავს კობახიძე და შს სამინისტროს მართავს გიორგი გახარია, აუცილებლად ასრულებს რევოლუციით. […]
ალექსი სიხუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – სასამართლო საავადმყოფოში ჩატარდა
„ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორს, ალექსი სიხუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო საავადმყოფოში მსჯელებდა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბოჭორიშვილის კლინიკაში ალექსი სიხუაშვილის გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გახდა საჭირო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავების შემდეგ, საკანში სტენოკარდიული შეტევა დაემართა. სიხუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს არც კლინიკა. ბრალდება ალექსი სიხუაშვილს ერთ-ერთი ტენდერის პირობების შეუსრულებლობას და ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება, რასაც […]









