40 ათასი ადამიანის ანგარიშიდან 100 მილიონზე მეტი მოიპარეს. დაზარალებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. ის პირები, ვინც კომპიუტერული ვირუსი შექმნეს და საბანკო ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხა მოხსნეს, საქართველოში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მყოფი ჯგუფი ვირუსის საშუალებით ათასობით საბანკო ბარათზე წვდომას ახერხებდა და თანხას ხსნიდა. “კურიერის” ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის ბანკებიც არიან. საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ორი […]
კატეგორია: სამართალი
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში დ.ღ. დამნაშავედ ცნეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე – ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარდგა. სასჯელის დანიშვნის სხდომა კი 22 მაისს გაიმართება. დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დააკავეს. მოგვიანებით ის 5.000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 […]
რეზო ნასიძე – ”აბსურდია, რომ ექიმს ნარკოტიკის გამო დავარტყი”
ის, რომ ადამიანს ნარკოტიკის გამო დავარტყი, აბსურდია, ეს ასე არ ყოფილა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ბრალდებულმა მსახიობმა, რეზი ნასიძემ განუცხადა. მან მის ბრალდებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მასსა და ექიმს შორის დაპირისპირება ნარკოტიკის გამო არ მომხდარა. „საერთოდ, ასეთი აზრი როგორ იბადება, ვერ ვხვდები. კლინიკაში სასწრაფომ მიმიყვანა, იქ […]
33 წლის სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს – ამოღებულია სანადირო თოფი
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 33 წლის სამხედრო მოსამსახურე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. “მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა […]
29 წლის ქართველი ემიგრანტი გოგოს მკვლელობა საბერძნეთში – დაკავებულია მეუღლე
საბერძნეთში 29 წლის ქართველი გოგო გაგუდული იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით, მოკლულის მეუღლე დააკავეს. 29 წლის გოგოს, ნათესავები მას რამდენიმე დღე ეძებნდენ. ის დეიდამ აღმოჩინა. მეზობრების განცადებით, სახლიდან ჩხუბის ხმა ძალიან ხშირად ესმოდათ. დაღუპულს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“შარვალს როდესაც მხდიდნენ, ბოთლს მადებდნენ” – 16 წლის ბიჭი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს
16 წლის თემურ ასლამაზიშვილი პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც არასრულწლოვანმა თავის უფლებადამცველებთან ერთად, ჟურნალისტებს განუცხადა, ოქტომბერში ის ქურდობის გამო დააკავეს, სამართლადამცავები კი, აღიარებითი ჩვენების და მოპარული ოქროს ნივთების შენახვის ადგილის დასახელებას თხოვდნენ. მისივე თქმით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას გამოცემული აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, სადაც წერია, რომ არასრულწლოვანს დაემუქრნენ, რომ დასვამდნენ ბოთლზე, გააუპატიურებდნენ, […]
“იაგო ნებიერიძის მხრიდან ნანიკო ბერიაშვილის მიმართ სექსუალური ქმედება დასტურდება” – პროკურორის განცხადება
გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით, მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, აღდგენილია იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული და მობილური ტელეფონიდან წაშლილი ჩანაწერი, რომელიც არასრულწლოვანთან ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს. გუგუტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას ბრალდებული ნებიერიძე საკუთარი ტელეფონით იღებდა, თუმცა, დაკავებამდე […]
სახელმწიფოს მიწების ყალბი დოკუმენტებით დაუფლებისთვის 8 პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც პასუხისგებაში მისცეს რვა პირი, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დაკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადეს მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ე.წ. ცრუ მოწმეების […]
იტალიაში ქართველი ტურისტი ცემეს და გაძარცვეს
იტალიის ქალაქ პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ქართველი ტურისტი იტალიელ ადვოკატთან ერთად იყო. მათ ავტომობილთან 5 ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ისინი გაძარცვეს. სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. იმედინიუსი
საბერძნეთში მოკლულ ქართველ ქალს ყელში დაზიანებები აქვს
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილი 29 წლის ახალგაზრდა ქალია. მისი ცხედარი ქალაქ კალითეაში, საკუთარი სახლის საძინებელში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალს ძალადობის კვალი აღენშნება. მას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ჰყავს თუ არა პოლიციას ეჭვმიტანილი – გამოძიების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. გამოძიების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდის ცხედარს საქართველოში გამოასვენებენ. მოკლულს […]










