გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიმართ განაჩენი 27 მაისს გამოცხადდება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა. მან დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. “სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვაში ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაც საქმეში იყო წარმოდგენილი და სასამართლოში გამოვიკვლიეთ. სასამართლოს წინაშე ბრალდებულ იაგო ნებიერიძის დამნაშავედ ცნობა მოვითხოვეთ წარდგენილ ორივე […]
კატეგორია: სამართალი
ჩაწყობილი მატჩების საქმე – დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალი წაუყენეს. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენების მიცემაზეც უარს ამბობს. „ვერ ვიტყვი ამას, რომ ეს შეიძლება კლუბის წინააღმდეგ იყოს დაგეგმილი ან საერთოდ იყო თუ არა პროვოკაცია, თუმცა მსგავსი კატეგორიის საქმეებში, არ არის […]
რუსთავში 31 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს – ვიდეო
სექსუალური ძალადობის ფაქტი მოხდა რუსთავში. 31 წლის ქალის გაუპატიურება ცენტრალურ პარკში სცადეს. “ინფო რუსთავს” დაზარალებული გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მას თავს უცნობი მამაკაცი დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა. ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, შემოვლაზე მყოფმა პარკის დაცვის თანამშრომელმა გაიგო და მისი გადარჩენა მოახერხა. მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია. […]
სუსის მიერ დაკავებული 11 ფეხბურთელი თბილისის იზოლატორში გადაიყვანეს – მათ ბრალს 21 მაისს წაუყენებენ
სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულ 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალს ოფიციალურად 21 მაისს წაუყენებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. დაკავებული სპორტსმენები თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი […]
იტალიაში, ტრენტოს ტბაში, თამარ ნეფარიძე გარდაცვლილი იპოვეს
იტალიაში, ქალაქ ტრენტოში ტბაში ახალგაზრდა ქართველი ქალი, თამარ ნეფარიძე გარდაცვლილი იპოვეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ქალს ახლობლები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ამ დროისთვის უცნობია, როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილს სამშობლოში. AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილის შვილი ლაშა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. “ჯერჯერობით, არაფერი ვიცი რა მოხდა. დღეს მივფრინავ იტალიაში და გარდაცვალების შესახებ დეტალებს […]
ჩხუბი 51-ე სკოლაში ვიდეოშარჟის გამო მოხდა?
51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხუბში მონაწილე მოზრდილებს და თვითმხილველებს კი პოლიციაში კითხავენ. დაპირისპირება კლასელებს შორის ქურდული სამყაროს გაშარჟების გამო დაიწყო. ვიდეო თავად მოსწავლეებმა მოამზადეს, სადაც სკოლის ერთ-ერთი პედაგოგიც ფიგურირებს. თუმცა დაპირისპირებული მოზარდების მშობლები უარყოფენ, რომ ჩხუბი ვიდეოკლიპის გამო დაიწყო. „ჩხუბი იყო, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი წალაპარაკება, წაჯიკავება. ისეთი უსამართლობები ხდება ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ […]
სუსი დაკავებულ ფეხბურთელებს ჩაწყობილი თამაშებიდან 93.500 ლარის აღებას ედავება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.”ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაკავებულები არიან ჯონი შეროზია, პაატა ღუდუშაური, გიორგი გეთიაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, რატი იმერლიშვილი, ირაკლი ბაჯელიძე, ლაშა ჩაფიძე და ირაკლი ხუჭუა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული […]
სუს-მა ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები დააკავა
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებები გრძელდება – გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები რობერტ იმერლიშვილი და ირაკლი ბაჯელიძე დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ “ვიტ-ჯორჯიას” 4 ფეხბურთელი თამაშის დასრულების შემდეგ, დააკავა. ფეხბურთელებს სამართალდამცავი უწყება მატჩების გაყიდვას ედავება. მატჩის დასრულების შემდეგ სუსმა ვიტ-ჯორჯიას 4 ფეხბურთელი დააკავა
მევლუდ თეზიაშვილს გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 7 წელი მიესაჯა
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ.თ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მევლუდ თეზიაშვილმა 2018 წლის მარტში სოციალური ქსელით არასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე […]
გურჯაანში15 წლის ბიჭი დაჭრეს
გურჯაანში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, 15 წლის ბიჭს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებული მოზარდი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსა. არასრულწლოვანს დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული და ქირურგიური ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დანაშაულში მონაწილე პირის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის […]










