თელავში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – მოხუცს სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა

თელავში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მოხუცს სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურისხევში 80 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცს ფეხი დაუცდა და მდინარე სტორშიჩავარდა. გარდაცვლილი თანასოფლელებმა იპოვეს და 112-ს დაუკავშირდნენ.

სოფელ ლეჩურში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გურჯაანის ფილიალში გადაასვენეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.