კატეგორია: სამართალი

ნატანებში „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი ააფეთქეს

წუხელ, გვიან ღამით, ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრი დაარბიეს. ჩატეხილია შესასვლელი კარის შუშა. უცნობებმა შენობაში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი ააფეთქეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოახერხეს თუ არა მათ თანხის წაღება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში საზოგადოებრივ ცენტრზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამ დრომდე გამოძიებული ერთი თავდასხმაც არ არის. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან გამომძიებლები და “ლიბერთი […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “სოსო გოგაშვილი ცოცხალი მჭირდება”

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს დაცვას ჰპირდება – შვილმკვდარი მამა ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მას თემირლანის მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად „ცოცხალი სჭირდება.“ ცოტა ხნით ადრე ანალოგიური განცხადება მაჩალიკაშვილმა გააკეთა სოციალური ქსელითაც. ამ განცხადებით მაჩალიკაშვილი გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე და სამართალადამცველებსსიფრთხილისკენ მოუწოდა. “მინდა ვკითხო, თუ არ ხარ დამნაშავე, საიდან ხარ საფრთხეში, ე.ი. ხარ დამნაშავე. მაგას გავეცი […]

16 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს – უბედური შემთხვევა ქარელში

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში არასრულწლოვანი გარდაცვლილი ნახეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, გარდაცვლილი 16 წლის გოგონაა. ადგილზე პოლიცია მუშაობს, როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

”იყო გვამები და ადამიანები დასახიჩრებული იყვნენ” – მერაბ კვირიკაშვილის პროცესზე მოწმე დაიკითხა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა. ლევან მოსიაშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იყო, როდესაც ტრაილერის ხმა მოესმათ, რამდენიმე წამში შეჯახების ხმაც გაიგონეს და დაინახეს დამტვრეული ორი ავტომობილი. მისი თქმით, ისინი დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ. „ცუდი მდგომარეობა იყო. იყო გვამები და ადამიანები დასახიჩრებული იყვნენ. ერთი მძღოლი […]

ჩუმლაყში სოფლის თავი ზაზა რუაძე ცემეს

სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზაზა რუაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. დაპირისპირება სოფლის ხელმძღვანელს ჩუმლაყელ ძმებთან, დავით და ბაჩანა ბერულაშვილებთან მოუვიდა. ინციდენტი სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მოჰყვა. ე.წ. ბაღის უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში გზა გათხარეს, რის შედეგადაც დაზიანდა ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი. ოჯახი მის აღდგენამდე, უბანში წყლის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდა, რაზეც მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი, […]

რუსეთის მოქალაქე თბილისში ნარკოტიკებს ფოტოს უღებდა და ორგანიზატორს უგზავნიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე ფაქტი აღკვეთა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განცხადა. როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის […]

სოსო გოგაშვილი – “ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია”

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე, რის გამოც გოგაშვილი სამართალადამცველებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს. „რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას სიცოცხლეც . მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. […]

პროკურორი გუგუტიშვილი – ”ნანიკო ბერიაშვილის სიკვდილის მიზეზი მისი გაგუდვაა”

გორში მოკლულ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს, სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა. მისი სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა. როგორც გუგუტიშვილი აღნიშნავს, მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს საქმის გამომძიებელი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი […]

ადვოკატი ლონდარიძე – ”სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შორის კონფლიქტი არ არის, ზაზა თბილისიდან დროებით წავიდა”

ზაზა სარალიძის ადვოკატი, სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის რაიმე კონფლიქტს უარყოფს. როგორც ნესტან ლონდარიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ორი შვილმოკლული მამა ყოველთვის ერთმანეთის გვერდზე იდგა და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პირი დღეს ცდილობს მათ შორის გაურკვევლობის ჩამოგდებას. „არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა მაჩალიკაშვილთან. თავად მე ვარ მომსწრე – თითოეული აქტივობის დაგეგმვის დროს, როცა ჩვენ ვგეგმავდით, ზაზას მხრიდან ყოველთვის […]

“ნინო ნიჟარაძე ხელისუფლების თამაშს თამაშობს” – თამთა მურადაშვილის პასუხი გიორგი ყავლაშვილს

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება. თამთა მურადაშვილის თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ არხის გაკოტრება მიმდინარეობს და “რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელი ხელისუფლების თამაშს თამაშობს. რაც შეეხება დაგროვილ გადასახადებს, რომელზეც ნინო ნიჟარაძის ადვოკატი საუბრობს, თამთა მურადაშვილის თქმით, არხის 9%-იანი წილის მფლობელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში რომ გაესაჩივრებინა მაშინ აღარ გაუჩნდებოდა მსგავსი […]