კატეგორია: სამართალი

“იაგო ნებიერიძის მხრიდან ნანიკო ბერიაშვილის მიმართ სექსუალური ქმედება დასტურდება” – პროკურორის განცხადება

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით, მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, აღდგენილია იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული და მობილური ტელეფონიდან წაშლილი ჩანაწერი, რომელიც არასრულწლოვანთან ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს. გუგუტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას ბრალდებული ნებიერიძე საკუთარი ტელეფონით იღებდა, თუმცა, დაკავებამდე […]

სახელმწიფოს მიწების ყალბი დოკუმენტებით დაუფლებისთვის 8 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც პასუხისგებაში მისცეს რვა პირი, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დაკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადეს მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ე.წ. ცრუ მოწმეების […]

იტალიაში ქართველი ტურისტი ცემეს და გაძარცვეს

იტალიის ქალაქ პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ქართველი ტურისტი იტალიელ ადვოკატთან ერთად იყო. მათ ავტომობილთან 5 ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ისინი გაძარცვეს. სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. იმედინიუსი

საბერძნეთში მოკლულ ქართველ ქალს ყელში დაზიანებები აქვს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილი 29 წლის ახალგაზრდა ქალია. მისი ცხედარი ქალაქ კალითეაში, საკუთარი სახლის საძინებელში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალს ძალადობის კვალი აღენშნება. მას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ჰყავს თუ არა პოლიციას ეჭვმიტანილი – გამოძიების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. გამოძიების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდის ცხედარს საქართველოში გამოასვენებენ. მოკლულს […]

საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალი გაგუდული იპოვეს

საბერძნეთში 29 წლის ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ გაგუდული იყო. ნათესავები მას რამდენიმე დღე ეძებდნენ. გოგონა დეიდამ აღმოჩინა. მეზობრების განცადებით, სახლიდან ჩხუბის ხმა ძალიან ხშირად ესმოდათ. დაღუპულს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ნიუპოსტი

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის გ.ჯ. დააკავეს

ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციამ მისი მეუღლე დააკავა, დედამთილს კი ბრალი წარედგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. მათივე ცნობით, დანაშაული […]

ზუგდიდში ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ ბრიფინგი გამართა. ნიკოლოზ დიასამიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 14 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული […]

ქართველმა წყვილმა სომხეთში ორი ადამიანი მოკლა

ქართველმა წყვილმა სომხეთში ორი ადამიანი მოკლა – ამის შესახებ ინფორმაციას „არმნიუსი“ ავრცელებს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა მოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ გეღარქუნიქის პროვინციაში 26 წლის სომეხი მამაკაცი და ერევანში 71 წლის პენსიონერი ქართველმა წყვილმა მოკლა. „არმნიუსის“ ცნობით, ბრალი საქართველოს სამ მოქალაქეს აქვს წაყენებული. ორ მათგანს ბრალი მკვლელობაში ედება, ერთს კი თანამონაწილეობაში. სომხური […]

გორში პოლიციამ მანქანიდან ნარკოტიკები ამოიღო

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა. ცხინვალის გზატკეცილის პირველ კილომეტრზე ავტომანქანა  გააჩერეს და გაჩხრიკეს. მანქანაში ორი მოქალაქე იჯდა. ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთიერება ამოიღეს, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკის შეიცავს. დანიშნულია ექსპერტიზები. საქმეზე გამოძიება 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, […]

“13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობისთვის ექიმები და პოლიციელები უნდა დაისაჯონ”

ჩვენი მოთხოვნაა, რომ 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმის წარმოება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადმოვიდეს, – ამის შესახებ ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ეკა ქობესაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში უნდა მიეცნენ როგორც ექიმები, რომლებმაც მოკლულ გოგიტა ირემაძის ბიძას, ვალერი ირემაძეს შესაბამისი მკურნალობა არ აღმოუჩინეს, ასევე […]