22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჯგუფურობა ნამდვილად იყო და ჭელიძე-კავილაძე […]
კატეგორია: სამართალი
მამაკაცმა ცემა ცოლი, შვილი და სიდედრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, […]
“ლევან რატიანმა მაია დგებუაძეს ანდერძი თაღლითურად დააწერინა და მისი ქონება მიითვისა” – რას ამბობს ორდე დგებუაძე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი სკანდალში გაეხვა. ცნობილ ექიმს, აწ გარდაცვლილი მეცნიერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაია დგებუაძის ძმა, ორდე დგებუაძე ბრალდებებს უყენებს. პროფესორი მაია დგებუაძე 2020 წელს სიმსივნის მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ პროფესორის მიერ სიცოცხლის ბოლო თვეებში დაწერილი ანდერძი თაღლითურად შედგა, რის გამოც ლევან რატიანს ედავებიან. ოჯახი ამტკიცებს, რომ ლევან რატიანმა პროფესორის მძიმე მდგომარეობა მისი […]
სუსმა გორში ტურიზმის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარი ბუღალტერი ლეილა წკრიალაშვილი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით […]
ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე – “ჩემი შვილის მკვლელებს გაგარინზე მკვლელობის დამკვეთები ელოდნენ”
მაქვს ვერსია, ალბათ, ვიღაცას არ სურდა ნიკოსნაირი წარმატებული ახალგაზრდა – ეჭვს გამოვთქვამ, რომ მკვლელობა ნიკოს საქმიანობას უკავშირდება, ოჯახს მტრები არ ჰყოლია, – ამის შესახებ Feedc-ის დამფუძნებლის, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იზა ომაძემ აღნიშნა, მისი შვილის მკვლელები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან და […]
გლდანში მ.წ.-მ უკრაინელის მანქანა გაქურდა
გლდანში უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. წ. ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე […]
ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს, 3 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს – პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1995 წელს დაბადებული გ.ყ. და 1990 წელს დაბადებული […]
რუსთავში მაღაზიიდან 20 მობილური მოიპარეს
რუსთავში, მაღაზიიდან 20 მობილური მოიპარეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, 20 წლამდე მამაკაცმა მეგობრობის გამზირზე არსებული ტექნიკის მაღზია, “ზუმერიდან” 20 ძვირადღირებული მობილური მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე მალევე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიება და პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო მობილურის დალომბარდებაც, თუმცა აღნიშნულის შესახებ პოლიციისთვის მალევე გახდა ცნობილი. ასევე ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია მობიური ტელეფონები. ფაქტზე გამოძიება […]
ორთაჭალაში მამაკაცი მოკლეს
თბილისში 32 წლის კაცი მოკლეს – შემთხვევა გვიან ღამით ორთაჭალაში მოხდა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმაა. საქმეზე დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარი. მომხდარზე დამატებითი დეტალები, ასევე ის, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. მოკლული ხელოსნად მუშაობდა.
მოქალაქის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის […]









