“ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები, პასუხს გაგებინებთ” – გორში დაკავებული ბუღალტრის შვილი

"ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები, პასუხს გაგებინებთ" - გორში დაკავებული ბუღალტრის შვილიგორის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გამო დაკავებული ბუღალტრის, ლეილა წკრიალაშვილის შვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაღალჩინოსნებს მიმართავს. ის ყველას, ვინც საქმესთან კავშირშია მხილებასა და დასჯას ჰპირდება.

მისი თქმით, დედამისს დაემუქრნენ, ეს სიბინძურე “აკიდეს” და გაწირეს. ქალი წერს, რომ ზემდგომების გარეშე არც ერთი გადარიცხვა არ ხდებოდა და მაღალჩინოსნების საქმის კურსში იყვნენ.

“გგონიათ ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები და შეაწმინდეთ ხელი, არ ვიცი ვინ ხართ. იმდენად ლაჩრები ხართ და ქალაჩუნები, ამოეფარეთ ონკოლოგიურ პაციენტს და სარგებლობთ იმის პატიოსნებით. რახან ხმა არავინ ამოიღო გგონიათ შეგრჩათ.

უფროსი რომ გამოდის და ამბობს ბუღალტერია პასუხისმგებელი თურმე, ლეილა ყოფილა ყველაფერი, რაზეა ბუღალტერი პასუხისმგებელი მე დაგანახვებ. არც ერთი გადმორიცხვა თქვენი ხელმოწერის გარეშე არაა ხაზინიდან.

სად არის ფინანსური მენეჯერი, რომელთანაც აბსოლიტურად ხაზინის ყველა დოკუმენტაციაა შეთანხმებული და გადაგზავნილი თუ ამნეზია დაემართა არ ახსოვს.

ღმერთს ვფიცავარ თუ ყველას არ გაგებინოთ პასუხი, ყველაფერი ვიცი და დედაჩემს წინ წაგიმძღვარებთ გპირდებით. თქვენ ეტყობა დებილი გგონივართ. ისიც გაითვალისწინეით მე ლეილაზე ძლიერი ვარ ყველანაირად და ყველას გაგებინებთ პასუხს სამართლებრივად, დასაბუთებულად და დოკუმენტაციით.

თუ მუქარის ქვეშ გყავდათ მე ისედაც უკვე მკვდარი ვარ და უკან დასახევი აღარაფერი მაქვს. აუცილებლად გაგებინებთ პასუხს. ისიც ვიცი რომ ნახავ და წაიკითხავ, თუ არადა გადმოგცემენ. თქვენ დასაცავად ქალმა ადვოკატი არ აიყვანა რომ დაემუქრეთ, ამხელა სიბინძურე აკიდეთ და გაწირეთ, ჩაწიხლეთ და გააუბედურეთ, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეთ რომ იმ ქალის უკან შვილები დგანან და სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს ყველას მიგაყოლებთ”, – წერს ის.
ლეილა წკრილაშვილი 13 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

წკრიალაშვილს 150 ათას ლარამდე თანხის მითვისებას ედავებიან.

მთავარი