სენაკის ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაიამ თავი მოიკლა

სენაკის ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაიამ თავი მოიკლასენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაია დაიღუპა. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფენ და დაუდევრობის ვერსიაზე საუბრობენ. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„საგუშაგოზე იდგა, ჩაიკუზა და მარცხით მოუვიდა. თვითმკვლელობას არ ჩაიდენდა”. – ამბობს ოჯახის ახლობელი.

თავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, პირველი კლასის რიგითმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც შემთხვევის ადგილზე არსებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

„სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვაყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.