კატეგორია: სამართალი

ბათუმში მამაკაცმა ბიზნეს-პარტნიორი დაჭრა და პოლიციის შენობაში მკერდში ტყვია დაიხალა

სისხლიანი დაპირისპირება ბათუმის ცენტრში – მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ შუა ხნის მამაკაცი დაჭრა, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში შევარდა, იარაღი მკერდზე მიიდო და გაისროლა. “კურიერის” ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც 50 წლამდე მამაკაცი დაჭრა, მისი ბიზნეს პარტნიორი იყო. დამნაშავე შუახნის მამაკაცს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ზურგიდან დაესხა თავს და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა. შემთხვევის შემდეგ, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში თავად წავიდა. […]

”ბოლო ოთახიდან ყვირილის ხმა რომ გავიგეთ, ვეღარ ვუშველეთ” – რას ყვება ხაშურში მომხდარი დაჭრის თვითმხილველი

დაჭრა ხაშურში – მომხდარის დეტალებზე “კურიერთან” თვითმხილველები საუბრობენ. დაჭრილი 33 წლის ქალის ახლობლები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წლებია არსებობდა, თუმცა, ფიზიკური დაპირისპირება ამ დრომდე არ მომხდარა. 33 წლის ქალი მეუღლეს ორი კვირის წინ დაშორდა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ყოფილი ქმარი კი მასთან შერიგებას ცდილობდა. გუშინ კი ახალგზარდა ქალის ყოფილი ქმარი სამუშაო ადგილზე – სილამაზის […]

პოლონეთში ქართველებმა ერთმანეთი დახოცეს – მოკლულია 1, დაჭრილია 1, დაკავებულია 2 ქართველი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებისა და დაჭრის ფაქტს ადასტურებს. როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, დაჭრილია ასევე საქართველოს ერთი მოქალაქე. ინციდენტი კი 24 მარტს, გლიშნოს ტერიტორიაზე მოხდა. “ქ. ბიტოვის პოვიატის პოლიციის კომენდატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ 2019 წლის 24 მარტს (გლიშნოს ტერიტორიაზე) მომხდარი დაპირისპირების (ჩხუბი) დროს სხეულზე მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე […]

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლული 24 წლისაა და შემთხვევა ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ასევე დაშავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე 38 წლის მამაკაცი. ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. ინციდენტისას გამოყენებული იყო ცივი იარაღი. სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ ბრალდება მოუხსნა

რუსთავში, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ტრაგედია – 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს სასამართლომ ბრალდება მოუხსნა. ამს ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განესაზღვრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ვალერი ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზამ მას შეურაცხადობა დაუდგინა

ხაშურში ქმარმა ცოლი სილამაზის სალონში დანით აჩეხა

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში 30 წლის ქალი დაჭრეს. “ნიუპოსტის” ცნობით, თ.ლ-ს ცივი იარაღი საკუთარმა მეუღლემ შვიდჯერ დაარტყა. დაჭრილ ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, როგორც შსს-ში “ნიუპოსტს” უთხრეს, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს 13 დან 17 წლამდე […]

ვაჟა-ფშაველაზე, რესტორან HB-ში, პოლიცია ტყვიებს ეძებდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესტორან HB-ში რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია იყო მობილიზებული. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები თავდაპირველად იქ ტყვიის მასრებს ეძებდნენ, რადგან სავარაუდო სროლის შესახებ პოლიციას ერთ-ერთმა სტუმარმა აცნობა. დაზიანებული იყო რესტორნის ვიტრაჟი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფანჯარას ქვა ესროლეს.

თორნიკე მამალაძე – დეკანოზის მდგომარეობა მძიმეა, მას 3 დღის განმავლობაში არც უძინია და არც საჭმელი მიუღია

დეკანოზს 3 დღის განმავლობაში არ უძინია და 3 დღის განმავლობაში საჭმელი არ მიუღია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, დღეს დილით, პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზმა დაურეკა და შეატყობინა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სთხოვა, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესულიყო. თორნიკე მამალაძეს უჭირს თქვას, ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს მის […]

ვაკეში მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა – “გასაქანს აღარ აძლევენ ამ ბიჭებს”

ხმაური და დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ჭავჭავაძის ქუჩაზე – მოსახლეობის პროტესტი სტუდქალაქის ტერიტორიაზე, 2 ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს და მათი შემოწმება გადაწყვიტეს. პოლიციელებს ეჭვი ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე ჰქონდათ, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. ამის შემდეგ, ადგილზე უკვე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და გაჩხრიკეს ის ავტომობილიც, […]

ბათუმში მელანო ფუტკარაძის ახლობლები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „ესენი არიან ჩვენი დამცველები? არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი, ისე დაგვიპირისპირდნენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი ქალის მკურნალი ექიმის, ეკა ფუტკარაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათ […]