ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. 23 წლის ბიჭის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის […]
კატეგორია: სამართალი
“ბიძინა კუჭავა მოკლულია” – მისი მეუღლე პროკურატურაში დაიბარეს – რა მოხდა 3 წლის წინ
სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მეუღლე პროკურატურაში დაიბარეს. როგორც მარინე ნიკოლოზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმეში ბევრი გაურკვეველი დეტალია და იმედოვნებს, რომ ორშაბათს პროკურატურაში კითხვებზე პასუხს მიიღებს. მისივე თქმით, კონკრეტული მოთხოვნებისა და პრეტენზიების შესახებ დამატებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. „ორშაბათს, 10:30 საათზე, უნდა მივიდა პროკურატურაში და გარკვეული შეხვედრა გვექნება. მე ვთვლი, რომ პროკურატურისა და შსს-ს […]
ზუგდიდში რესტორან ”სამეფოდან” 32.000 ლარი მოიპარეს
ამირან გიგუაშვილი – “საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო”
საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა აცნობა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის საჩივარი, დაზარალებულისათვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე უარს ეხება. მისივე ინფორმაციით, სასამართლო განხილვა 2019 წლის 28 მარტს დაინიშნა. ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განმარტებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ […]
ბათუმში სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან ახლოს სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს. ერთი შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. სამსახურში მისულ თანამშრომლებს ობიექტი გაქურდული დახვდათ. აღმოაჩინეს, რომ სალაროში თანხა არ იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს. ობიექტში დასაქმებულებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მძარცველებმა დაახლოებით 600 ლარი წაიღეს. სათამაშოების მეორე მაღაზია კი გამთენიისას გაქურდეს. ობიექტი ამ დრომდე […]
სენაკში სუპერმარკეტიდან 3-მა ნიღბიანმა 2 შეკვრა შოკოლადი გაიტაცა
სენაკში, ღამით სამმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა სუპერმარკეტი დააყაჩაღა. ჯერჯერობით უცნობია რა თანხის წაღება მოახერხეს თავმდასხმელებმა. გამყიდველის თქმით, თანხასთან ერთად წაღებულია ორი შეკვრა შოკოლადი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რა ჰკითხა ნანიკო ბერიაშვილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა, იაგო ნებიერიძეს
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მოკლული ნანიკო ბერიაშვილის დედა, საკმაოდ რთული და ემოციური პროცესი იყო, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, მოკლული გოგონას დედამ სასამართლოს შვილის დაკარგვასთან, მისი ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. “მან სასამართლოს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი იყო. დანაშაულის ჩადენის გარემოებების […]
ოზურგეთში პატრულის მანქანას ესროლეს
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა მიმდინარე წლის 19 მარტს მოხდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. „2019 წლის 19 მარტს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრი გადმოვიდა ავტომანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი […]
შვეიცარიაში 2 ქართველი დააკავეს
შვეიცარიაში, ქალაქ პიან სან ჯაკომოში ორი ქართველი სახლების გაძარცვის ბრალდებით დააკავეს. როგორც შვეიცარიული მედია იუწყება, ერთ-ერთი აგარაკის მეპატრონემ სახლში ორი პირი აღმოაჩინა, რომლებსაც ეძინათ, თუმცა, მათ გაქცევა მოახერხეს. მოგვიანებით, ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს. როგორც პოლიცია იუწყება, დაკავებული არიან 19 და 26 წლის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნულ ქალაქში არაერთი სახლი გაქურდეს. მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. იპნ
“ცოლმა იპოვა ხეზე ჩამომხრჩვალი…. სამი მცირეწლოვანი დარჩა, შოკში ვართ” – კასპში 35 წლის მამაკაცის სუიციდის დეტალები
კასპში 35 წლამდე მამაკაცი ეზოში ხეზე ჩამომხვრჩალი იპოვეს. ოჯახის ახლობელის თქმით, მამაკაცი ჩამომხრჩვალი ცოლმა იპოვა. “ჩამომხრჩვალი ხეზე ცოლმა იპოვა, სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა… არავინ არაფერი ვიცით, რა მოხდა, შოკში ვართ” – ამბობს დაღუპულის ახლობელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.










