სუიციდის ფაქტი მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ჯურუყვეთში. ადგილობრივების ცნობით, 61 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სოფლის მაჟორიტარი სპარტაკ კვაჭაძე ამბობს, რომ მამაკაცმა სავარაუდოდ სანადირო თოფით მოიკლა თავი. მისი თქმით, მოქალაქეს ჭრილობა გულის არეში აღენიშნება. “შიგ გულში აქვს ნასროლი”- ამბობს ადგილობრივი. ნიუპოსტი
კატეგორია: სამართალი
ქობულიას სახლი გაქურდეს – “ამაზე არაფერს გეტყვით”
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაციაზე საუბარს თავს არიდებს. როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მისი პირადი ცხოვრებაა. “თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ”,- განაცხადა ქობულიამ. გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს. […]
დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
სისხლიანი გარჩევა თბილისში – დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტს ოცამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.
„იარაღი დაადო ოპერატორებს და თანხას ითხოვდა, სასხლეტსაც გამოკრა თითი” – რა მოხდა მაღაზია ჰერბალაიფში
„იარაღი დაადო ოპერატორებს და თანხას ითხოვდა და დანარჩენი არ ვიცი, მალე მოვიდა კრიმინალური და ვნახოთ ახლა გამოძიება,“ – ასე იხსენიებს ერთ-ერთი თვითმხილველი ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში მომხდარ ყაჩაღობის მცდელობას. ცოტა ხნის წინ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ჰერბალაიფში ძარცვის მცდელობა იყო. უცნობი პირი მაღაზიაში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თვითმხილველთა თქმით, ნიღბიანმა […]
ვინ თაღლითობს საქართველოს ბანკის სახელით?
“იყავი ფრთხილად, გამოვლინდა თაღლითობის შემთხვევევები.”- ასეთი შინაარსის შეტყობინებები დღეს საქართველოს ბანკის მომხმარებლებს გაეგზავნათ. შეტყობინებაში ბანკი კლიენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ საეჭვო ბმულებზე მათი ინტერნეტ ბანკის მონაცემები არ შეიყვანონ. “იყავი ყურადღებით! არავის გაუზიარო და საეჭვო ბმულებზე არსად შეიყვანო შენი საბანკო მონაცემები: ბარათის ნომერი, CVV კოდი, ინტერნეტ და მობილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ინტერნეტ ბანკში” -წერია საქართველოს […]
თამარ ლომიძე, რომელიც ქმარმა დანით აჩეხა, მართვით სუნთქვაზეა
33 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, ქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ქალის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური და მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება. პაციენტს რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება. იგი ქირურგიის ცენტრში ხაშურის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. დანით მიყენებული ჭრილობების გამო პაციენტს არაერთი ორგანო აქვს დაზიანებული. შემთხვევა 24 მარტს […]
ბორცვაძე – “კანონიერ ქურდ ზაალ მახარობლიძისთვის მიმართვისთვის 3 პირი დააკავეს”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა […]
თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისთვის, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ქართველის მკვლელობის და მისი ცხედრის დანაწევრებისთვის შვედეთში რუსეთის მოქალაქეს 16 წელი მიესაჯა
შვედეთის სასამართლომ, რუსეთის მოქალაქე 49 წლის ანდრეი მანკოს ქართველი მიგრანტის მკვლელობისთვის 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულს რუსეთში დეპორტაცია ელის. ინფორმაციას შვედეთის საოლქო სასამართლო ავრცელებს. მკვლელობა შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე მიგრანტთა ბანაკში, კალიქსში 2018 წლის ოქტომბერში მოხდა. ბრალდებულმა მასთან ოთახში ერთად მცხოვრები 39 წლის ქართველის მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, მკვლელობა თავდაცვის მიზნით, ფიზიკური დაპირისპირებისას ჩაიდინა. გამოძიების ინფორმაციით, ანდრეი მანკო წარსულში მკვლელობისთვის […]
მალხაზ კობაური დამნაშავეა – ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში. მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის […]










