შეიარაღებული თავდასხმა ბენზინგასამართ სადგურზე – ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართ სადგურში ნიღბიანი და შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. მათ თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. მას შემდეგ რაც ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა ბოროტმოქმედებს თანხა მისცეს, მათ ტერიტორია დატოვეს. „დაყაჩაღება იყო და გაიქცნენო. შეიარაღებული “დუბინკითო” და მგონი ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდათო,“ -განაცხადა […]
კატეგორია: სამართალი
ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილი, რომელთა შესწავლა მიმდინარეობს. „,ფოთის მერიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევედით, ამოღებულია დოკუმენტები გარკვეულ საქმეზე და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. როგორც კი რამე […]
მაგდა პაპიძე ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს – რატომ დამძიმდა მსჯავრდებულის მდგომარეობა?
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. რა გახდა მსჯავრდებულის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი? ამის გასარკვევად “პრაიმტაიმი” მაგდა პაპიძის დას, ლანა პაპიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მაგდა პაპიძეს თვალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამედიცინო ცენტრ “მზერაში” ოპერაცია გაუკეთეს. “მაგდას დიაბეტი აქვს. აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. მხედველობის დაკარგვის […]
პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოკითხა
„თიბისი ბანკის“ საქმეზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოიკითხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაშიგანუცხადეს, ბუცხრიკიძე სასამართლოს წინაშე 18 მარტს გამოიკითხა. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის […]
თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქურდეს
ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
ესპანეთის პოლიციამ სახლების გაქურდვის ბრალდებით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. ადგილობრივის პოლიციის ცნობით, დამნაშავეების დასაკავებლად სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია სახელწოდებით „ფუმუქი“ წლის დასაწყისში წამოიწყეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს. როგორც გამომძიებლები აცხადებენ, თავდაპირველად მათ დაადგინეს ეჭვმიტანილი ქალის ვინაობა, რომელიც დამნაშავეების მიერ წინასწარ შერჩეულ სახლებს სწავლობდა. ამის შემდეგ პოლიციამ დააკავა სამი მამაკაცი, რომლებიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ჩხრეკის შედეგად […]
ზურაბ მჭედლიძე დიდ დიღომში ხანძრის გაჩენაში სავარაუდო ეჭვმიტანილია
ძლიერი ხანძარი დიდ დიღომში – ელექტრო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ვიტაჩი“ ერთ-ერთია, რომლის ქონებაც დიღმის საწყობში ხანძარმა გაანადგურა. დღეს „ვიტაჩში“ დაადასტურეს, რომ დიდი ზარალი მიიღეს. ხანძარმა დიღმის საწყობში სულ 4 კომპანიის ქონება გაანადგურა. დაწვეს თუ დაიწვა – ეს არის კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძე ცეცხლის გაჩენაში სავარაუდო ეჭვმიტანილია. […]
”ზ.მ.-მ საწყობს ცეცხლი წაუკიდა, მერე სიმაღლიდან გადახტა, წვივი მოიტეხა და გონება დაკარგა” – დიდ დიღომში ცეცხლი განგებ გააჩინეს?
დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში ხანძრის შედეგად 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა სავარაუდოდ განზრახ დაწვეს. “ქრონიკის” ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია. შსს ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, თუმცა “ქრონიკამ” გაარკვია, რომ დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მეთვალყურეობის ქვეშ არის. გამოძების ფარგლებში ის მესაკუთრეებიც გამოიკითხნენ, რომელთა პროდუქციაც დაიწვა. ვინ არის ხანძრის შედეგად […]
პროკურორი – ”იაგო ნებიერიძე პროცესზე გამოცხადდა”
თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის 6 მოწმე დაიკითხა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული იაგო ნებიერიძე. ნანა გუგუტიშვილის თქმით, ბრალდების მხარის მოწმეებმა საქმეში არსებულ სხვადასხვა გარემოებებზე ისაუბრეს და სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც მომხდართან […]
გურჯაანში ექიმმა ნუკრი ბაღაშვილმა პაციენტი ხვიჩა სამადაშვილი ცემა
ფიზიკური დაპირისპირება გურჯაანის საავადმყოფოში. ექიმმა კლინიკაში მისულ პაციენტს სცემა. ინციდენტს წინ, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ვითარება „ნიუ ჰოსპიტალში“ მაშინ დაიძაბა, როცა პაციენტმა გადაწყვიტა, რომ მედპერსონალის აგრესიული მოქმედებები ვიდეოთი გადაეღო. ეს კი ექიმმა „არაკაცურად“ მიიჩნია, პაციენტს კამერა წაართვა და სცემა. ხვიჩა სამადაშვილის თქმით, გურჯაანის საავადმყოფოს პირველად შაბათს მიმართა. დღეს კი გეგმიურ გადახვევაზე იყო დაბარებული. პაციენტი ხსნარის დასხმას […]










