ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავესესპანეთის პოლიციამ სახლების გაქურდვის ბრალდებით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.

ადგილობრივის პოლიციის ცნობით, დამნაშავეების დასაკავებლად სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია სახელწოდებით „ფუმუქი“ წლის დასაწყისში წამოიწყეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

როგორც გამომძიებლები აცხადებენ, თავდაპირველად მათ დაადგინეს ეჭვმიტანილი ქალის ვინაობა, რომელიც დამნაშავეების მიერ წინასწარ შერჩეულ სახლებს სწავლობდა. ამის შემდეგ პოლიციამ დააკავა სამი მამაკაცი, რომლებიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით მოპარული ძვირფასეულობა და 35 000 ევრო ნაღდი ფული.

მეტრონომე.გე