რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 14 წლის გოგონამ მეორადი ტანსაცმელების, ერთ-ერთი მაღაზია გაქურდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა მაღაზიიდან ფეხსაცმელი და ქურთუკი მოიპარა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გოგონა უკვე იდენტიფიცირებულია. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 175-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ინფორუსთავი
კატეგორია: სამართალი
“გირო კრედიტზე” თავდასხმისთვის მამა-შვილი შაიშმელაშვილები არიან დაკავებული
გუშინ, თბილისში, პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გირო კრედიტი” დააყაჩაღეს. სამართალდამცავებმა იმავე დღეს ბრალდებულის სახით ორი პირი დააკავეს. “პრაიმტაიმმა” გაარკვია, რომ დაკავებულები არიან 54 წლის გოჩა შაიშმელაშვილი და მისი 30 წლის ვაჟი – გუჯა შაიშმელაშვილი. მამა-შვილს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლო წინასწარი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე […]
კასპში 35 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა
კასპში 35 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა. ის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ახლობლებმა არ იციან. მას ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ 115 -ით დაიწყო. თრიალეთი
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი საწვავის ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ოსიაურის სამხედრო ბაზის კუთვნილი ავტომობილის მძღოლმა სახელმწიფოს კუთვნილი საწვავის მოპარვა სცადა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საწვავის მოპარვა მაშინ სცადა, როდესაც ბაზიდან გადაადგილდებოდა. სანდო წყარო “კურიერს” უყვება, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს სამხედრო პოლიციამ ქურდობის ფაქტზე წაასწრო. მძღოლი ქურდობის მცდელობის დროს დააკავეს. ის ბრალს აღიარებს. “კურიერის“ ინფორმაციით, საქმე გამოსაძიებლად სამხედრო პოლიციამ შინაგან […]
სადახლოსთან 27 წლის ბიჭი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
მუხიანში სუპერმარკეტიდან 5.000 ლარის სიგარეტი მოიპარეს
ქურდობის ფაქტი მუხიანში – ნიღბიანმა დამნაშავეებმა ერთ-ერთი სუპერმარკეტი გაქურდეს. წაღებულია 5.000 ლარის ღირებულების სიგარეტი. თავდამსხმელებმა, რომლებიც სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, შენობაში სულ 3 წუთი გაატარეს და ადგილიდან მალევე მიიმალნენ. „სიგარეტები ბლოკებით არის წაღებული. მხოლოდ სიგარეტებია წაღებული. დაკავებული არ ვიცი თუ არის ვინმე. ნიღბიანები იყვნენ. კარებზე არის ბოქლომის ჟალუზი ჩაჭრილი,“-აცხადებენ სუპერმარკეტში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მარკეტის […]
ავჭალაში ”სპარი” გაძარცვეს – დაკავებულია 2 პირი
თავდასხმების ახალი სერია თბილისის სავაჭრო ობიექტებზე – ამჯერად დამნაშავეების სამიზნე ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, სუპერმარკეტების ქსელი “სპარი” გახდა, ღამით ის ფილიალი დააყაჩაღეს, რომელიც პოლიციის შენობის პირდაპირ მდებარეობს, თუმცა თავდასხმა სამართალდამცველებს შეუმჩნეველი დარჩათ. არსებული ინფორმაციით “სპარში” რამდენიმე პირი შეიჭრა და დააყაჩაღა. სუპერმარკეტს 800 ლარის ზარალი მიადგა. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება წაღებულია 800 ლარის ღირებულების პროდუქტი თუ თანხა. მოსახლეობა […]
ქურდობის მცდელობა მაღაზია “8000 მოსავალში”
აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ღვინის მაღაზია “8000 მოსავალი” მეპატრონეებს დღეს გატეხილი დახვდათ. ჩამსხვრეულია შესასვლელი კარის შუშა, თუმცა თანამშრომლებისა და სამართალდამცავების განცხადებით, დამანშავეებმა მაღაზიიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც “რუსთავი 2”-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე, ქურდობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.
“გირო კრედიტზე” თავდასხმისთვის მამა-შვილი დააკავეს
ყაჩაღობა და სროლა პეკინზე – სამართალდამცველებმა მამა-შვილი დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. თავდამსხმელებმა ადგილზე ერთხელ გაისროლეს, თუმცა არავინ დაშვებულა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
”ყვიროდა, დროზეო!” – საბურთალოზე ”გირო კრედიტს” თავს დაესხნენ
დღეს დილით საბურთალოზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გირო კრედიტის” ფილიალს დაესხნენ. თავდაპირველი ინფორმაცით, თავდამსხმელებმა მძევალიც აიყვანეს, თუმცა ეს ფაქტი შს სამინისტრომ არ დაადასტურა. შეიარაღებული პირები “გირო კრედიტის” ოფისში 11:00 საათზე შეიჭრნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფანჯრებს ნატყვიარი ეტყობა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ასევე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ დაინახეს 2 პირი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ნიღაბი ეკეთა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მალევე […]










