კიევში, ანტონოვიჩის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა მთელი ღამის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი გაძარცვეს. მათივე ცნობით, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც უკრაინაში ტურისტებად ჩავიდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ. ეჭვმიტანილთა ავტომანქანის დაკავებას ხუთი საპატრულო ეკიპაჟი ახორციელებდა. ისინი ადგილობრივი დროით 04:30 საათისთვის დააკავეს. მათ ტაქსის მძღოლი და ტურისტები გაძარცვეს. დაკავებისას ოთხმა ქართველმა […]
კატეგორია: სამართალი
რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები
შაბათის კურიერმა გარკვია, რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებსაც საქართველოს სახელით ათასობით ადამიანისთვის განაჩენი გამოაქვთ. ყველაზე მეტად გავლენიან მოსამართლეებს ვაკე და ვერა ხიბლავთ. საგურამოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სახლი ოფიციალურად მიხეილ ჩინჩალაძის დედაზეა გაფორმებული. თეთრი სახლი, მუქი ფერის სახურავით, 1500 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ორსართულიან სახლს რამდენიმე აივანი და ვერანდა აქვს. კურიერის აეროგადაღების კამერიდან კარგად ჩანს სახლის წინ გამწვანებული ეზო დეკორატიული […]
მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. რუსთავი 2
ქუთაისში გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს
ქუთაისში მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს. ”პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს, სადაც განმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
შსს – მამათში სიძე-პატარძლისთვის საწოლი არ მოუპარავთ
გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში მცხოვრები ოჯახი რომ ქორწილის დღეს გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ – „გურიის მოამბემ“ დღეს, 15 თებერვალს, გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, საქორწილო სუფრა ლანჩხუთში მდებარე რესტორანში გაიმართა, სახლში მისულ სიძის ოჯახს კი სახლი გაქურდული დახვდა და სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა. შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ქორწილის დღეს ქურდობის შესახებ შეტყობინება […]
გიორგი არევაძეს 20.000 ლარიანი გირაო შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ქეთინო ლუაშვილის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, გიორგი არევაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ 20.000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლის განჩინებით, გირაოს თანხის გადახდა 14 დღის ვადაში უნდა იქნას უზრუნველყოფილი, რის შემდეგაც არევაძე პატიმრობიდან გათავისუფლდება, მანამდე კი ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩება. ბრალდების მხარე გიორგი არევაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. გიორგი არევაძე ქვემო […]
“ოთახში შევედი და ბავშვის გვერდით საწოლზე მამაკაცი დავინახე…” – 8 წლის გოგონაზე გარყვნილ ქმედებაში სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა
8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გოგონას დედის განცხადებით, შემთხვევა 2 თებერვალს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა. დედა აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა და გოგონას კი იქ ხშირად ტოვებდა. მას შემდეგ, რაც სასტუმროში გარყვნილი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, ეჭვი საკუთარ შვილთან ჩადენილ იგივე ქმედებაზეც მიიტანა. 8 […]
მარნეულელი საჯარო მოხელე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის გამო დააკავეს. მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, ისევე როგორც ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებული აბიდ ოსმანოვი. როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, გუშინ, 14 თებერვალს მარნეულში ნარკოტიკული საშუალებების რეეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი ნამდვილად დააკავეს, მაგრამ მის […]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სს “ელმავალმშენებელის” ხელმძღვანელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო პროცესი 2019 წლის 24 იანვარს დაიწყო. “გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით. გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინებების საფუძველზე […]
თბილისში 20 წლის ქალმა თავი მოიკლა – “დედასთან ცხოვრობდა. დედა ქმარს იყო დაშორებული. რაღაც წამლებს სვამდა…”
თბილისში წალენჯიხის რაიონ დაბა ჯვარის მცხოვრებმა 20 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომადგენელი დაბა ჯვარში სტავრო ჭანტურია. “დღის მეორე ნახევარში გავიგეთ ეს სამწუხარო ამბავი. 1 წელიწადზე მეტია, გოგონა დედასთან ცხოვრობდა. დედა ქმარს იყო დაშორებული. რაღაც წამლებს სვამდა.. ეტყობა ზედმეტი მოუვიდა”.-თქვა რწმუნებულმა. მისივე ინფორმაციით,ჯერჯერობით უცნობია გოგონას ცხედარს სოფელ ეწერში ჩამოასვენებენ, თუ თბილისში დაკრძალავენ. […]










