კატეგორია: სამართალი

რა მოხდა კრისტალბეთში – გამოძიება მილიონობით განაღდებული ლარის საქმეს სწავლობს

დაყადაღებული საბანკო ანგარიშებისა და მილიონობით განაღდებული ფულის საქმე – საფინანსო პოლიცია კრისტალბეთის და მისი მომხმარებლების საქმეს იძიებს. კომპანიის მიერ გამოცხადებული აქციის ფარგლებში რამდენიმე ადამიანმა დიდი თანხა მოიგო და გაანაღდა, მათი მოგებით კი პოლიცია დაინტერესდა. კრისტალბეთის მრავალმა მომხმარებელმა ონლაინ თამაშში უფასო დატრიალება და უფასო ფული მოიგო. მოგებული თანხა საბანკო ანგარიშებზე გადაირიცხა, საერთო ჯამში, კი ამ გზით 4 […]

დააკავეს ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. არევაძე პროკურატურამ დღეს დააკავა. იზოლატორის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა მისმა ადვოკატმა თამაზ ქოქოშვილმა, რომელმაც მედიათან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს. „ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა […]

გამოძიება „კრისტალბეთის“ და მისი მომხმარებლების საქმეებს სწავლობს – სად გაქრა რამდენიმე მილიონი ლარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ანგარიშებიდან გამქრალ ფულს ეძებს. დაკარგულია, ჯამში, რამდენიმე მილიონი ლარი. გამოძიება „კრისტალბეთის“ და მისი მომხმარებლების საქმეებს სწავლობს. კომპანიის მიერ გამოცხადებული აქციის ფარგლებში რამდენიმე ადამიანმა დიდი თანხა მოიგო და გაანაღდა – თუმცა დღეს მათი მოგებით პოლიცია დაინტერესდა. „თამაშის წესის დარღვევა არ ყოფილა, საერთოდ არაფერი,“ – ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი. 21:00 საათზე კურიერში – რა […]

ლადო ბედუკაძეს უცნობმა აგინა და სანთებელა ესროლა – ახალი თავდასხმა ციხის კადრების ავტორზე

ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, რომელსაც დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამდენიმე წუთის წინ, „ინტერპრესნიუსის“ და „პალიტრანიუსის“ მიერ ინტერვიუს ჩაწერის დროს, კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. შემთხვევა კვლავ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ლადო ბედუკაძეს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა, რომელიც ჟურნალისტს მოხვდა. ლადო ბედუკაძე არ გამორიცხავს თავდასხმათა […]

ლადო ბედუკაძე თენგიზ ნაზღაიძემ ცემა

ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, ფიზიკურად ყოფილი პატიმარი 35 წლის თენგიზ ნაზღაიძე გაუსწორდა. როგორც ირკვევა, ნაზღაიძე იმ ციხეში იხდიდა, სასჯელს, სადაც ლადო ბედუკაძე ზედამხედველად მუშაობდა. თენგიზ ნაზღაიძე ამ წუთებში პოლიციაში იკითხება, თუმცა მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ციხის კადრების ავტორს თავს დღეს რუსთაველის გამზირზე დაესხნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას […]

”რატომ მცემდი!” – რატომ სცემეს ლადო ბედუკაძე

ლადო ბედუკაძეს სცემეს – ციხის კადრების ავტორზე თავდასხმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა. ცემას წინ უძღვოდა კონფლიქტი, რომლის დროსაც პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, შემდეგი ფრაზით მიმართავდა: “რატომ მცემდი!” ბედუკაძე ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია და ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში გადის. შემთხვევის ადგილზე […]

გასვენებიდან დაბრუნებულმა დედამ 17 წლის შვილი ჩამომხრჩვალი იპოვა

მარნეულში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა . შემთხვევა დღეს, 14 თებერვალს მოხდა. მეზობლების თქმით, ბიჭმა თავი ეზოში მდებარე მანქანის სადგომში ჩამოიხრჩო. მათთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. შემთხვევის დროს მოზარდის ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, მამა სამსახურში, ხოლო დედა გასვენებაში იყო. ბიჭი გასვენებიდან დაბრუნებულმა დედამ იპოვა. როგორც რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

აბრალავა, კიკნაძე და მარღანია ოსლოს ციხეში რჩებიან

ელექტროტექნიკის მაღაზიის ქურდობის გამო, ორი საჯარო მოხელე და ერთი ქართველი ბიზნესმენი, ამ დრომდე ოსლოს ციხეში რჩება. საქართველოს მოქალაქეები ნორვეგიაში სასამართლო პროცესს ელოდებიან. ერთ-ერთ დაკავებული, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, ოჯახს ადვოკატის საშუალებით დაუკავშირდა. პატიმრის მამას ნორვეგიიდან აცნობეს, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს. “კურიერის” ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და მერიის დასუფთავების სამსახურის მაღალჩინოსანი იმ […]

მოსამართლე ნარიმანიშვილმა, რომელმაც კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს გამოიხსნა იპოთეკით დატვირთული ქონება

გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით ნარიმანიშვილმა, რომელმაც პოლიციის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ ნაციონალური მოძრაობის რეგიონალურ მდივანს, დავით კირკიტაძეს 20-ში წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იმავე დღეს გამოიხსნა უძრავი ქონება, რომელიც მანამდე იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დავით ნარიმანიშვილმა, პირადი ნომრით 47001003220, დავით კირკიტაძის დაკავების დღეს, 17 დეკემბერს, საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა იპოთეკის მოხსნის თაობაზე, […]

პიკასოს დაჭრისთვის თამთა ჯანჯღავას 8 წელი მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ. სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. “საქმის არსებითად განხილვისას […]