ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული, გასროლა კი ავტომობილიდან მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, ზოგიერთ ამბობს, რომ 9 გასროლა იყო. კაცს ჭრილობა თავის არეში აქვს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მუშაობს.
კატეგორია: სამართალი
“გული ჰქონდა გაჩერებული” – როგორ არის 16 წლის გოგონა, რომელმაც თავის ჩამოხრჩობა სცადა
16 წლის გოგონა, რომელმაც წუხელ გვიან ღამით გორში თავის ჩამოხრჩობა სცადა, კრიტიკულ მდგომარებაშია. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, არასრულწლოვანი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. რაც შეეხება ამავე ასაკის ბიჭის, რომელმაც ვენები გადაიჭრა, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ, გვიან ღამით სახლში გაწერეს. „დაახლოებით 16 საათია გასული, რაც გოგონა კლინიკაში იმყოფება და აქამდე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ […]
რუსთავის ახალ ციხეებში ამერიკის გუანტანამოს პატიმრებს არ ჩასვამენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსთავში მშენებარე ორ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ამერიკიდან, ე.წ. გუანტანამოს ციხიდან ჩამოყვანილი პატიმრები მოიხდიან. „გუანტანამოს ციხის პატიმრების ჩამოყვანა ეს არის სიცრუე. რუსთავის ახალ დაწესებულებებში საშუალო რისკის მქონე პატიმრების განთავსება იგეგმება“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში რუსთავის მცხოვრებლებში არსებული ინფორმაციის საპასუხოდ. ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავში მშენებარე […]
18 და 19 წლის ახალგაზრდები მობილური ტელეფონების მოპარვისთვის დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული ი.დ. და 2000 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს რუსთავში ნოკიას ფირმის ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი […]
გორში 16 წლის თანაკლასელმა ქალ-ვაჟმა თავის მოკვლა სცადა
გორში ორმა თანაკლასელმა თვითმკვლელობა სცადა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ გორის ცენტრალურ უბანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმა არასრულწლოვანმა ვენები გადაიჭრა, მეორემ კი თავის ჩამოხრჩობა სცადა. 16 წლის გოგონა და ვაჟი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან შეყვანილი. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობით დაიწყო.
კახეთის საპატრულოს უფროსად იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შოთა ხაჟომია შეცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა. ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შოთა ხაჟომია გურიის რეგიონში განაგრძობს მუშაობს.
საფრანგეთში ქართული მაფიის 2 ჯგუფი დააკავეს
20minutes.fr ფრანგული საინფორმაციო გვერდის თანახმად, ალპებში, ქართული მაფიის ორი სხვადასხვა ჯგუფი დააკავეს. ფრანგულ პოლიციას წელიწადნახევარი დასჭირდა ბანდის წევრების დასაკავებლად. მათი საქმე უკვე ინტერპოლს გადაეცა. მედიის ცნობით ერთი ნაწილი 2018 წლის დეკემბერში აიყვანეს, მეორე კი რამდენიმე დღის წინ. საუბარია სულ 8 ადამიანზე. მედიის ცნობით, მათ უკვე შეეფარდათ პატიმრობა. დიასპორა
შსს – ”კიევში საქართველოს კი არა, აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს”
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე 4 ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. „უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე 4 ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე, რომლის დროსაც კიევის ქუჩაში […]
დავით გვრიტიშვილმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეიძლება სარჩელი აღძრას
საიდან მოდის მოსამართლეების მრავალმილიონიანი ქონება – მოსამართლეები კურიერის კითხვას არ პასუხობენ და რუსთავი2-ის წინააღმდეგ ერთიანდებიან. შაბათის კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც მოსამართლეების ქონება იყო ნაჩვენები, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ახლა სარჩელს ამზადებენ და რუსთავი2-ის წინააღმდეგ ისევ სასამართლოს მიმართავენ. „სარჩელის აღძვრასაც არ გამოვრიცხავთ. ერთი სიტყვით, შევთანხმდებით. მანამდე დაგერეკათ და დოკუმენტურად დაგიდასტურებდით ყველა ამ გარემოებას და ახლა […]
ნაზი ჯანეზაშვილი – “ჩინჩალაძისნაირი ადამიანები არ უნდა ავიტანოთ”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – ქალბატონო ნაზი, პარლამენტის ერთმა ჯგუფმა, ბესელიას ხელმძღვანელობით, კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც პირველ ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესს აჩერებს, რაც მოსამართლეთა კორპუსს არ მოეწონა. კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს “ოცნების” მეორე ნაწილი, მაგალითად, ზარდიაშვილი. რა შეგიძლიათ გვითხრათ? – პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ […]










