ადამიანის უფლებადამცველი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – ქალბატონო ლია, მოსამართლეები არ ერიდებიან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. მაგალითად, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ის არა როგორც მოსამართლე, არამედ როგორც თანამდებობის პირი საუბრობს, რომ სისტემა დაიცვას. სად გადის ეს ზღვარი? – გვრიტიშვილი ალბათ მოვლენაა მსოფლიო სამოსამართლეო ისტორიაში. როგორც წესი, ეთიკური მოსამართლეები თავს […]
კატეგორია: სამართალი
“11 წლის ბიჭი დაუჭერია და მიათრევდა სახლში” – რატომ დააკავეს კასპში 63 წლის მამაკაცი
კასპში 63 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანი ბიჭის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა. 11 წლის მოზარდს მამაკაცი, სავარაუდოდ, იცნობდა და არც მისი ნდობის მოპოვება არ გასჭირვებია. კასპში თანასოფლელები ყვებიან, რომ ბავშვი სახლში მიდიოდა, როდესაც მამაკაცმა ძალის გამოყენებით წაიყვანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვმა თავის დაღწევა თავადვე შეძლო. „პატარა ბავშვი სკოლიდან რომ მოდიოდა, დაუჭერია და მიათრევდა სახლში. ბავშვი […]
ბესელიას პირადი კადრები ერევნის ციხიდან აიტვირთა, რა კავშირი აქვს პატიმარს ივანიშვილთან – ვიდეო
ქურდობის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული ვ. ს. და 1994 წელს დაბადებული ჩ. დ. ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის […]
15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.ა., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს,” – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოძიება […]
ლანა ზუბაშვილი – “მარტო ჩემი ჩანთიდან 250 ლარი მოიპარეს… ოჯახის 4 წევრის ჩანთიდან ამოიღეს ფული” – ვინ გაძარცვა გაზით გაგუდული ძმების ოჯახი
თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ძმების ოჯახი მათი სახლის ქურდების უმოკლეს ვადაში გამოვლენას ითხოვს. რადიო “მოზაიკა” ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლეს ესაუბრა. როგორც ლანა ზუბაშვილმა გვითხრა, თანხა 4 ჩანთიდანაა მოპარული. პირადად მისი საფულიდან კი 250 ლარია წაღებული. “როდესაც ტაძარში გადავასვენეთ ჩვენი ორ-ორი მიცვალებული, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა ქურდობა. დარბაზიდან სახლში დაბრუნებისას, ოჯახის 4 წევრის ჩანთა იყო გახსნილი და თანხა ამოღებული. თანხაზე […]
ოზურგეთში გურამ ფოცხიშვილის და დიმა ომოლჩენკოს მკვლელობისთვის ძებნილი კახა მეგრელიშვილი დააკავეს – ის სარფის საბაჟოდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კახა მეგრელიშვილი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი კ.მ. […]
კასპში 59 წლის მამაკაცმა მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კასპში 1 პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული რ.ბ., გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კასპში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ […]
გურჯაანის სასამართლომ გიორგი ვაშაძე 3.000 ლარით დააჯარიმა, მელია კი უდანაშაულოდ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო, გიორგი ვაშაძე კი ცნო და 3 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლე დევი დევიძემ აღნიშნა, რომ ვაშაძის შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ასახავდა მის ბრალეულობას, სადაც ის პოლიციელს შერაცხყოფას აყენებს. რაც შეეხება ნიკა მელიას, დაცვის მხარემ მოსამართლეს უტყუარი […]
ბელგიის სასამართლომ ბანკის ძარცვისთვის დაკავებული ქართველი კობა მ. გაათავისუფლა
ბელგიის სასამართლომ ანტვერპენში ბანკის ფილიალის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ბელგიური მედია იტყობინება. პროკურატურას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი კობა მ. პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა, თუმცა როგორც დაკავებულის ადვოკატმა საჰილ მალიკმა განაცხადა, ბრალდების მხარემ ძარცვაში მისი მონაწილეობის დამადასტურებული საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. სასამართლომ ასევე მიიჩნია, […]









