ბელგიის პოლიციამ ანტვერპენის ბანკის გაძარცვაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ქართველი დააკავა. გავრცელებული ცნობით, ის 28 წლის ახალგაზრდაა. მისი თითის ანაბეჭდები სამართალდამცველებმა სარდაფში აღმოაჩინეს. მამაკაცი იმ ქართველის მეგობარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამავე დანაშაულისთვის დააპატიმრეს. ძარცვის შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. დამნაშავეებმა ორი გვირაბი გათხარეს და ბანკის საცავში საკანალიზაციო ქსელის მეშვეობით შეაღწიეს. პოლიციას 30-მდე სადეპოზიტო ყუთი ცარიელი დახვდათ. […]
კატეგორია: სამართალი
თბილისში 13 წლის აუტისტ ბიჭზე 50 წლის მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა
„ქრონიკამ“ თბილისში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ შეიტყო. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. 50 წლის კაცი უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. ირკვევა, რომ დაშინების მიუხედავად, აუტისტმა ბიჭმა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ დედას უამბო. მას შემდეგ, რაც ექსერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი, შესაძლოა დაკავბულ კაცს ბრალიც დაუმძიმდეს. თუმცა, ამბავი ამით არ დამთავრებულა. ბავშვის დედა ამბობს, […]
კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულ ქეთი მურუსიძეს 8 წელი მიესაჯა
კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლემ მურისიძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა- შენახვასა და რეალიზციაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება თაღლითობის ეპიზოდებს, მოსამართლემ მას ეს მუხლი თაღლითობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ინტერპრესნიუსი
დაჭრილი გიზო ბოჭორიშვილი ვარშავის საავადმყოფოსთან დატოვეს და მიიმალნენ – დანაშაულის ახალი დეტალები
პოლონელი სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქის, ზუგდიდელი გიზო ბოჭორიშვილის, მკვლელობას იძიებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი, რომლესაც ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული, ვარშავის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან უცნობმა პირებმა დატოვეს და ადგილიდან მანქანით მიიმალნენ. საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაღუპულს თან ჰქონდა. “კურიერის” ინფორმაციით, გიზო ბოჭორიშვილი პოლონეთში უკრაინიდან ერთი კვირის წინ წავიდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქართველია სავარაუდო მკვლელიც. გავრცელებული ცნობით მომხდარს წინ […]
”ზაქარია ქინქლაძეს ქრთამი არ აუღია, ჩვენთან 1.000 ლარის მეტი ვერაფერი ნახეს” – ლევან ქინქლაძის კომენტარი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის, ზაქარია ქინქლაძის შვილი, ლევან ქინქლაძე აცხადებს, რომ მამამისის მიერ ქრთამის აღება სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც დაკავებულის შვილმა განაცხადა, სახლში ჩხრეკა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. „მოულოდნელი იყო ჩვენთვის. როგორც გავიგე, დიდ თანხას ეძებდნენ, თუმცა გაფორმებული სანადირო თოფის და 1000 ლარის მეტი ვერაფერი […]
ქრთამის აღება და უკანონო ქმედება – სუს-მა კახეთში ზაქარია ქინქლაძესთან ერთად 4 პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე 1 პირი, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე 4 პირი დააკავა. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი […]
სუს-მა კახეთში მაღალჩინოსანი დააკავა – ზაქრო ქინქლაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
რამდენიმე წუთის წინ, როგორც ცნობილი ხდება, სუს-მა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი, ზაქარია ქინქლაძე დააკავა. ქინქლაძე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თნამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურში დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში კი, რომელიც ახმეტაში მდებარეობს, ჩხრეკა მიმდინარეობს. „ნიუპოსტი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ქინქლაძის დაკავება დაადასტურეს და განმარტეს, რომ მომხდარის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში […]
პოლონეთში ქურდობისთვის 3 ქართველი დააკავეს
პოლონეთში სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს ბინების ძარცვაში ადანაშაულებს. დამნაშავეები საპატრულო ეკიპაჟმა ავტომობილით გადაადგილებისას გააჩერა, ჩხრეკის შედეგად კი მოპარული ფული და ძვირფასეულობა ამოიღეს. დაკავებულების ასაკი 29-დან 43 წლამდეა, მათ ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
“ჩემს შვილს ნაკბილარი ეტყობა” – გორში კლასელმა მე-6 კლასელი დაკბინა
გორის მეხუთე საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლე კლასელმა დაკბინა. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა „პრაიმტაიმთან“ ფაქტი დაადასტურა. „ბავშვი დაკბენილია, მკლავის არეში ჩემს შვილს ნაკბილარი ეტყობა. სისხლი მოსდიოდა. სკოლის დირექტორმა და მისმა მოადგილემ სასწრაფო დახმარება არ გამომაძახებინეს. დირექტორმა მითხრა, თუ გინდა ბავშვი საერთოდ გაიყვანე სკოლიდან და შენც წადი სამსახურიდანო. სასწრაფო რომ არ გამომაძახებინეს, შესაბამისად სკოლაში არც პოლიცია მოსულა”, […]
“ღამით მიეპარა და მოკლა” – გიზო ბოჭორიშვილის მკვლელობის ახალი დეტალები
პოლონეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გიზო ბოჭორიშვილის სავარაუდო მკვლელი ქართველია. როგორც ”პრაიმტაიმს” გარდაცვლილის მეუღლემ თეა კვარაცხელიამ, განუცხადა ეჭვმიტანილი თერჯოლის რაიონის მკვიდრია. ”ისინი სასტუმროში ერთად ცხოვრობდნენ. შელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამი ღამით მიეპარა და მოკლა” – ამბობს მოკლულის მეუღლე. გიზო ბოჭორიშვილი ამ დროისთვის პოლონეთის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლონეთში საქართველოს საელჩო. ვარშავაში მოკლული ქართველის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.










