თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული, ლადო გრიგალაშვილი შეყვარებულის მკვლელობას ანას მეგობარს აბრალებს – ეს ინფორმაცია მიიღო მოკლული გოგონას მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა. როგორც “ნიუპოსტს” ნაცვლიშვილმა უთხრა, “გრიგალაშვილი ისტორიებს თხზავს”. “ციხიდან გამოვიდა ამბავი, როგორ ლაპარაკობს ლადო გრიგალაშვილი, რომ თითქოს ანა მისმა დაქალმა მოკლა, თუმცა სახელს არ ასახელებს”- აცხადებს მამუკა ნაცვლიშვილი. შეკითხვაზე, მოითხოვს თუ არა […]
კატეგორია: სამართალი
ადვოკატი ხვისტანი – ”გიორგი გასვიანის როლი ფარული ჩანაწერების საქმეში არის მხოლოდ ის, რომ მან ვიდეო ნახა”
გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ მისთვის გაგზავნილი ვიდეო პორნოსაიტიდან იყო ჩამოტვირთული. მან ეს ინფორმაცია მიაწოდა კიდეც, როგორც გამომძიებელს, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, გასვიანს ვიდეო სოციალურ ქსელში გაუგზავნეს და მას აღნიშნული ბოლომდე არც კი უნახავს. „ფეისბუქის“ „მესენჯერის“ მეშვეობით, მან […]
შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული. აღნიშნულ საქმეზე განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია […]
მომღერალი გიორგი გასვიანი დააკავეს
პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან ერთ-ერთი მომღერალი, გიორგი გასვიანია. ახალგაზრდა ცნობილი შოუს “იქს ფაქტორის“ ერთ-ერთი მონაწილე იყო, თუმცა პროექტს 4 სკამის ტურიდან გამოეთიშა.გასვიანის ინტერესებს ადვოკატი კახა ხვისტანი იცავს. როგორც მან “ნიუპოსტს” უთხრა, მომღერალს უახლოეს საათებში შეხვდება. ხვისტანი ამბობს, რომ ის ოჯახმა დაიქირავა. რაც შეეხება საქმეს უფლედამცველის თქმით, ის საქმის მასალებს არ […]
ივანიშვილის დისშვილმა პოლიციელს თავზე იარაღი მიადო
კიდევ ერთი სკანდალური ექსკლუზივი, რომელიც ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-მ მოიპოვა. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის დისშვილს, კახა კობიაშვილს, ნახევარ მილიონ დოლარს, იარაღებსა და “სუბოტექსის” ფირფიტებს… რა მოხდა ვაჟაზე? რამდენიმე თვის წინ, პატრულმა საბურთალოზე „იქს 5“ გააჩერა. აღმოჩნდა რომ მძღოლი ვერ საუბრობდა. სავარაუდოდ, ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ იცოდნენ რომ საქმე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის […]
ვინ არიან ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის დაკავებული ირმა და ინგა ხოროიშვილები
ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მათი პარტიის ორი წევრი დააკავეს. ისინი აჭარის ორგანიზაციის წევრები, დები – ირმა და ინგა ხოროიშვილები არიან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანეს და მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. აქტივისტების დაკითხვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის წევრები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ, სადაც ხმაური იყო, ისინი ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში […]
ფარული კადრების გავრცელებისთვის 2 ნაციონალი – დები ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ორი წევრი, დები – ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრებმა განაცხადეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანეს და მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დაკითხვის გამო, […]
რუსთავში პოლიციელი მანუჩარ მაჩაიძე გარდაიცვალა – ვიდეო
რუსთავში პოლიციელი გარდაიცვალა. შსს-ს თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაიღუპა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით XVII მიკრორაიონში, ერთერთ რესტორანში ჩხუბის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ჩხუბის მონაწილეებს პოლიციელები აშველებდნენ, რომლის დროსაც ერთ-ერთი სამართალდამცავი, 37 წლის მანუჩარ მაჩაიძე მოულოდნელად ცუდად გახდა და დაბლა დაეცა. პოლიციელი მალევე “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქეთევან წამებულზე ბინის მეპატრონე ალექსანდრე მურადოვს დაკითხვაზე გულის შეტევა დაემართა
ბინის მფლობელს, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა, დაკითხვის დროს გულის შეტევა დაემართა. ალექსანდრე მურადოვს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოაჩინეს. გამოძიებას აინტერესებდა, ვინ აღადგინა გაზმომარაგება ბინაში, სადაც „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის უსაფრთხოების წესების გამო 2018 წლის 9 მარტს გადაკეტა. ექიმის თქმით, ნერვიულობის ნიადაგზე პაციენტს წნევა ჰქონდა მომატებული. მისივე თქმით, ბინის მეპატრონემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. „მე გამოძახებული ვიყავი მურადოვნთან ისლამი. მე არ ვიცი, […]
7 გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს
ქეთევან წამებულის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ქეთევან წამებულის 67 ნომერში ნაპოვნი შვიდი მამაკაცის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი. შემთხვევის შესახებ ცნობილი რამდენიმე საათის წინ გახდა, ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. როგორც ცნობილია, მამაკაცები „ლიბერთი ბანკის“ შენობის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები, ისინი გორიდან თბილისში სწორედ დასაქმების მიზნით ჩამოვიდნენ […]










