კატეგორია: სამართალი

გიორგი გასვიანი გირაოთი გამოუშვეს – 2 პირს პატიმრობა შეეფარდა, 7-ს – გირაო

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო. აღნიშნულით, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ – ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მაია ბერიძეს – 10.000 ლარიანი, მარიამ ჩადუნელს – 2.000 ლარიანი, ანი აროშიძეს – 2.000 ლარიანი, თენგიზ ირემაძეს […]

ზურაბ ჯაფარიძე – „საშინელი პრეცედენტია, ინტერნეტში ვიღაცამ შეიძლება რაღაც გამოგიგზავნოს და ამის გამო ციხეში ჩაგსვან”

საშინელი პრეცედენტია, ნებისმიერ ჩვენგანს, ინტერნეტში ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებულების პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჯაფარიძის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებული ორივე პირი “გირჩის” წევრია, ორის მიმართ კი გირაო გამოიყენეს, რითიც სასამართლომ ცუდ პრეცედენტს დაუდო საფუძველი. […]

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – შსს-მ ნარკორეალიზატორი რუსთავის გზატკეცილზე დააკავა

სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორის დასაკავებლად – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 1987 წელს დაბადებული ა.ხ. რუსთავის გზატკეცილზე დააკავა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ა.ხ..-ს მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს […]

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დაიხურა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირებიდან 9 პირის სასამართლო სხდომა დაიხურა. სხდომის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ მიიღო. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების მაღალ ინტერესი არსებობს, მოსამართლემ განმარტა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ლეგიტიმური უნდა იყოს. მოსამართლის განცხადებით, შუამდგომლობა ლეგიტიმურია, როცა ამას არ მოყვება სახელმწიფო ინტერესების ან ფიზიკური პირების ინტერესების დარღვევა. სხდომის დახურვასთან […]

“ქართული ოცნების” ოფისიდან 7.000 ლარის მოპარვისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ქართული ოცნების ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7.000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 ლის 11 დეკემბერს ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 1973 წელს […]

ფარულ ჩანაწერებზე დაკავებულებს შორის გირჩის აქტივისტებიც არიან

„ეს არის შერჩევითი სამართალი,“ – ასე შეაფასა გირჩის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე 17 პირის დაკავება. ის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დაკავებულებს შორის გირჩის აქტივისტებიც არიან. ზურაბ ჯაფარიძის აზრით, მთავარია, დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ვიდეოფაილი ატვირთა და ვისაც პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. „ჩემი აზრით, ეგ არის სისულელე. […]

„ჩემს ძმისშვილს ვიდეო ღამის 2 საათზე გამოუგზავნეს, დილის 8 საათზე შეიარაღებული პირები მოვიდნენ და დააკავეს“

„ჩემი ძმისშვილი გუშინ დილით 8 საათზე დააკავეს, ლოგონში იწვა, 7-8 შეიარაღებული პირი მოვიდა, წამოაყენეს ლოგინიდან თავისი ტელეფონით, კომპიუტერით და თბილისში წამოიყვანეს“, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, 23 წლის ირაკლი ქასრაშვილის ბიძამ კახა ქასრაშვილმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, მის ახლობელს ვიდეო ღამის 2 საათზე გაუგზავნეს, დილით კი დააკავეს. „კადრების მიღება-შენახვას ედავებიან, ახლობელმა გამოუგზავნა. […]

კახეთში კაცმა მეჯვარე მოკლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში 28 წლის მამაკაცს, ზურა დანაჭრელაშვილს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან გულის არეში ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი მისი მეჯვარე იყო. ადგილობრივების თქმით, დანაჭრელაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მას მკვლელობით ემუქრებოდა, რაც მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ამავე სოფელში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული გ.პ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – […]

განაჩენის გამოცხადების დროს 18 წლის გოგონამ გონება დაკარგა – წლინახევრის ბავშვის სიკვდილისთვის მ.ჯ.-ს 3 წელი მიესაჯა

18 წლის გოგოს, რომელმაც 27 ნოემბერს ლისის ტბასთან ავტომობილის დაჯახების შედეგად წლინახევრის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადების დროს ბრალდებულმა მოზარდმა გონება დაკარგა. ახლობლების თქმით, ის მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესშია. საბოლოოდ სასამართლომ მ.ჯ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მოსამართლემ მ.ჯ-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულის […]

22 წლის ანა ხოჯევანიშვილი 72 წლის გოგი გველესიანს სექსუალურ ძალადობას აბრალებს

სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი შესაძლოა, თავად აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა – 22 წლის ანა ხოჯევანიშვილი სამართალდამცავების მხრიდან მიზანმიმართულ უმოქმედობაზე საუბრობს. ხოჯევანიშვილი ამტკიცებს, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე სამართალდამცველების ცინიზმმა და უმოქმედობამ მიიყვანა. ყველაფერი 8 თვის წინ დაიწყო, როდესაც მეზობლის ავტოფარეხში შესულ გოგონაზე, მისი თქმით, 72 წლის მეზობელმა სექსუალურად იძალადა. ხოჯევანიშვილის მტკიცებით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ძალადობა მისი ინსცენირებული იყო. […]