ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიისას ასევე დაშავდნენ ბავშვის მშობლები და მძღოლი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კატეგორია: სამართალი
ბათუმში მამაკაცმა მანქანიდან გაისროლა
ბათუმში, ევროპის მოედანზე, მსუბუქი ავტომანქანიდან მამაკაცმა იარაღიდან გაისროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მამაკაცს საპატრულო ეკიპაჟმა იარაღი ჩამოართვა და ექსპერტიზაზე გადააგზავნა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა გამარჯვებულ ფალავანს ბინა თავისი შვილის კომპანიაში უყიდა
ფლანგვის დეტექტორმა გამოაქვეყნა აუდიტის დასკვნა, რომლიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა ტურნირში გამარჯვებულ სპორტსმენს მისი შვილის კომპანიის ბინა გადასცა საჩყქრად. ის ბინა კი ბიუჯეტის ხარჯით შეიძინა. “ამონარიდი აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან: “2016 წლის 15 ნოემბერს ფედერაციასა და სამშენებლო კომპანია შპს „ფალავანს“ შორის (რომელიც რეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 თვით ადრე) გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის […]
„ეს ბიჭი იყო უწყინარი, მაგრამ როცა დალევდა, სულ სხვა ხდებოდა” – ვინ და რატომ მოკლა სვანეთში 22 წლის ბიჭი
22 წლის ზუგდიდის რაიონ სოფელ ზედა ეწერის მკვიდრი, რომელიც გამთენიისას, სოფელ ბარჯაში გარდაიცვალა, თირკმლის არეში, ჯერჯერობით დაუდგენელი საგნით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. „ ეს ბიჭი იყო უწყინარი, მაგრამ როცა დალევდა, ხასიათი ეცვლებოდა და სულ სხვა ხდებოდა. იგი მტვირთავად მუშაობდა ხე-ტყის ბიზნესში. გამთენიისას რამდენიმე ბიჭთან და მძღოლთან ერთად სვანეთიდან ხე-ტყის მასალა მოჰქონდათ. გზად,სოფელ ბარჯაში კუბდარზე შეჩერებულან და ბიჭებს გაუგრძელდათ […]
რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს
რუსთავში, რუსთაველის ქუჩა #18-ში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, 25-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, მაღაზიაში ცივი იარაღითა და ხელჯოხით შევიდა და თანხის მიცემა მოითხოვა. მაღაზიის მეპატრონეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და თანხა მისცა. წაღებულია 300 ლარი და მობილური ტელეფონი. როგორც დაზარალებული აცხადებს, ამ წუთებში მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსი
25-ე საჯარო ბაგა-ბაღის 44 წლის აღმზრდელი მარგალიტა როსებაშვილი საკუთარ სახლში დააკავეს
თბილისის 25-ე საჯარო ბაგა-ბაღის 44 წლის აღმზრდელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ქალს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მცირეწლოვნებთან მუშაობდა ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 130 აბი „ბუპრენორფინი“ აღმოუჩინეს. პოლიციას ამ დრომდე ჩხრეკა ბაღის შენობაში არ ჩაუტარებია და არც ის დაუდგენია, ხომ არ ინახავდა აღმზრდელი ნარკოტიკულ საშუალებებს ბაღის შენობაშიც. 44 წლის მარგალიტა როსებაშვილი საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან […]
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ძიძა თბილისის #25 ბაგა-ბაღის აღმზრდელი იყო – საქმის ახალი დეტალები
ბაღის პედაგოგი, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, თბილისის 25-ე საჯარო ბაგა -ბაღის თანამშრომელია. 130 აბი სუბუტექსი 44 წლის ქალს სამართალდამცველებმა სამალავში აღმოუჩინეს. ის საკუთარი სახლიდან პოლიციამ რამდენიმე კვირის წინ აიყვანა. საბავშვო ბაღში, სადაც დაკავებული აღმზრდელად მუშაობდა ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე არ ჩატარებულა . თბილისის #25 საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ სამწლიანი თანამშრომლობის პერიოდში დაკავებულისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. „ამ ეტაპზე […]
ხმაური ბათუმში – გარემოვაჭრეების აქციაზე 2 პირი დააკავეს
ხმაურია ბათუმის ავტოსადგურში, სადაც გარე მოვაჭრეებს და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, აქციის 2 მონაწილე დააკავეს. გარე მოვაჭრეები მერიას პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, მუნიციპალიტეტი მათ ჯიხურების უფასოდ გადაცემას დაპირდა, რომლის საფასურის გადახდა მუშაობის დაწყებიდან მხოლოდ 2 თვეში უნდა დაეწყოთ. თუმცა დღეს გარე მოვაჭრეებს უკვე თანხა მოსთხოვეს. „ბაზრის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმებოდა ჯიხურები. ჩამოწერეთ სია. […]
თბილისში საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 4 იანვარს გაავრცელა. “სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი “სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან […]
დიმიტრი გვრიტიშვილი – “პირადი ჩანაწერის გავრცელება ბესელიას აძლევს ხელს”
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას, მხრიდან მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ ღია კრიტიკას გადაცემა არჩევანში ეხმაურება. ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ სასამართლოში არის ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. გვრიტიშვილი ბესელიას და მის თანამოაზრეს, დავით ჭიჭინაძეს, მოსამართლეების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებს. მისთვის მიუღებელია განცხადებები, რომ თითქოს, ეკა ბესელიას პირადი […]










