ზესტაფონში, ერთ-ერთი კაფეს მეპატრონეს, 41 წლის ბიზნესმენს ქურდული სამყაროს სახელით ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტს სთხოვდნენ. ექვსთვიანი ძიების შემდეგ, ამ საქმეზე ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ფრიდონ სულაქველიძის ძმა, კრიმინალური „ავტორიტეტი“ ხვიჩა სულაქველიძე დააკავეს. მანამდე კი იმერეთის სამხარეო პოლიციისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამავე საქმეზე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 […]
კატეგორია: სამართალი
კანონიერი ქურდი კახა ფარფალია დააკავეს – ვიდეო
ინტერნეტში გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდის”, კახა ფარფალიას დაკავების კადრები ვრცელდება, რომლის დროსაც ის სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და სამართალდამცავებს საკუთარ ვინაობას არ, ან ვერ უსახელებს. შეგახსენებთ, რომ ფარფალია მოსკოვის კრიმინალური პოლიციისა და ფსბ-ს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის დროს 8 დეკემბერს დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას კოკაინი და უკანონო იარაღი აღმოაჩნდა. 43 წლის კახა […]
მასობრივი ჩხუბი ტატიშვილზე – დაკავებულია გივი დრობიშევი
ქალაქის ცენტრში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ტატიშვილის ქუჩაზე 4 ახალგაზრდა კაცს დანით მძიმე ჭრილობები გუშინ, გვიან ღამით მიაყენეს. ”კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ერთ-ერთ ღამის კლუბში სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, ქუჩაში კი დაჭრით დასრულდა. ”კურიერის ”ინფორმაციით, დაზარალებულები და სავარაუდო დამნაშავე კლუბში სხვადსხვა სუფრის წევრები იყვნენ. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ოფიციალური […]
7 წლის გოგონა – “30 წლის კაცმა პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა” – რა მოხდა გლდანში
თბილისში, გლდანში მე-7 მიკრორაიონში 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. 7 წლის გოგონას თქმით, აღნიშნულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა. „30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი” – აღნიშნა ერთ-ერთმა […]
თბილისში ვერაზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს – რა მოხდა ღამის კლუბში ტატიშვილზე
თბილისში ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ ღამის კლუბის სტუმრებს შორის დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. ოთხივე ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას […]
თემურ აბაზოვი – „მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი”
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გასამართლებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ ის დღეს რუსთავის სასამართლომ გაათავისუფლა. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, მოსამართლემ 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა. „მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით […]
გორში “გორმედის” დაცვა ცემეს
გორში სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს თავს რამდენიმე მოქალაქე დაესხა და ცემა. როგორც „გორმედის“ თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, დაცვის თანამშრომელს უცნობი პირები ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათ თანამშრომლის ტელეფონის ნომრის მიცემაზე უარი უთხრა. თავდამსხმელები დაცვის სამსახურის იმ თანამშრომლის ნომერს ითხოვდნენ, რომელსაც კლინიკაში პაციენტის ნახვის სურვით მისულ ქალთან შელაპარაკება მოუხდა. „გორმედის“ დაცვის სამსახურის დაშავებულ […]
გიორგი ყანჩაველმა ჩაშალა პრეზიდენტის შეწყალების ბოლო აქტი?
პრეზიდენტი შეწყალების ბოლო აქტს აღარ გამოსცემს – ამის ერთ-ერთ მიზეზად წყნეთში მომხდარი კრიმინალური ფაქტი სახელდება. წყნეთში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ყოფილმა პატიმარმა გიორგი ყანჩაველმა ციხის სამი თანამშრომელი დაჭრა. კომისიის თავმჯდომარე არ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ბოლო შეწყალების აქტის გაუქმების მიზეზი ეს არის. ზვიად ქორიძე კომისიის სხდომის დეტალებზეც არ საუბრობს. მაგრამ ფაქტია, რომ კომისიის სხდომა დღესაც არ ჩაუნიშნავთ, რაც […]
გორში დედამთილმა რძალი ცემა
გორის რაიონული პროკურატურა 38 წლის ქალს ყოფილი დედამთილის ცემაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ერთი ოჯახის წევრები აღარ არიან, ქალს გირაო ოჯახური ძალადობის მუხლით შეუფარდეს. ბრალდებულს ადვოკატი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰყავს. პროკურატურის მტკიცებით „1980 წელს დაბადებული ქალბატონი, გორში, საცხოვრებელ სახლში, ყოფილ დედამთილთან ერთად იმყოფებოდა, ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებზე კამათობდნენ, კამათი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც რძალმა […]
წყნეთის “წისქვილში” მაღალჩინოსანმა გიორგი ყანჩაველს იარაღი შუბლზე დაადო და გასროლით ემუქრებოდა – ახალი დეტალები
წყნეთში, რესტორან წისქვილში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ოფიციალური ვერსია შესაძლო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე განხორციელებული თავდასხმისთვის ძებნილი გიორგი ყანჩაველის ოჯახი დუმილს არღვევს და აცხადებს, რომ ინციდენტის პროვოცირება იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მოახდინა, რომელიც ყანჩაველს ცეცხლსასროლი იარაღით შუბლზე მიადო და გასროლით დაემუქრა. პოლიციის მტკიცებით, ყანჩაველმა რესტორანში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე […]










