გორში “გორმედის” დაცვა ცემეს

გორში სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს თავს რამდენიმე მოქალაქე დაესხა და ცემა.

როგორც „გორმედის“ თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, დაცვის თანამშრომელს უცნობი პირები ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათ თანამშრომლის ტელეფონის ნომრის მიცემაზე უარი უთხრა. თავდამსხმელები დაცვის სამსახურის იმ თანამშრომლის ნომერს ითხოვდნენ, რომელსაც კლინიკაში პაციენტის ნახვის სურვით მისულ ქალთან შელაპარაკება მოუხდა.

„გორმედის“ დაცვის სამსახურის დაშავებულ თანამშრომელს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ის მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, მასალა შსს თანამშრომლებამ უკვე ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიუპოსტს განუცხადეს, რომ იდენტიფიცირებულია ერთი პირი, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით გრძელდება.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი