კატეგორია: სამართალი

დავით კირკიტაძემ თელავის პოლიციის იზოლატორის გისოსებიდან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

დათო გამაგრდი, შენს გვერდით ვართ, – ასე მიმართეს აქციის მონაწილეებმა კახეთის სამხარეო პოლიციაში დაკავებულ დავით კირკიტაძეს, რომელმაც თავის მხრივ დაკავების იზოლატორიდან მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ადგილზე იმყოფებიან გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავით კირკიტაძის დაკავების რეალური საფუძველი არ ჰქონდა და რომ გუშინ თავად შსს არღვევდა […]

34 წლის მოშიმშილე პატიმარი გიო ფასიეშვილი გლდანის ციხეში გარდაიცვალა

34 წლის ოზურგეთელი პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა დღეს გარდაიცვალა “გურიის მოამბის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გლდანის ციხის პატიმარი, ოზურგეთელი გიო ფასიეშვილი, რომელიც გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობდა, დღეს საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნულ კლინიკაში პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო გადაიყვანეს. 34 წლის ფასიეშვილი ერთი წლის წინ მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს. ერთ თვეზე […]

ვლადიმერ ბორცვაძე – ”დავით კირკიტაძე 353-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული. ბრალდებულთა წრე გაფართოვდება”

ინაუგურაციის გამართვამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა, რა დროსაც მათი მხრიდან ღიად გაკეთდა განცხადებები ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ზემოაღნიშნულის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ინაუგურაციაზე მოწვეული იყო 1.800 სტუმარი, მათ შორის უცხოეთიდან მაღალი რანგის სტუმრები, პოლიციამ […]

დავით კირკიტაძე დააკავეს – ვიდეო

კახეთში, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ კირკიტაძის დაკავების ფაქტს აღწერენ, ოპოზიციის ლიდერები გურჯაანში, გუშინდელი აქციის დაზარალებულის სანახავად წავიდნენ. მათი განცხადებით, მათ დაყვებოდათ სუს-ის მანქანა, რომელში მსხდომებმა თავდაპირველად უარყვეს, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა შემდეგ ამ მანქანიდან […]

მამიდა მოკლა და ცხედარი სახლის სარდაფში დამალა – მარნეულის მკვლელობის ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამიდას, 1951 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ცხედარი დამარხვის […]

შსს-ში დავით კირკიტაძეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა […]

დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი მის სახლში შესვლას ცდილობენ. როგორც დავით კირკიტაძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იგი ადვოკატის მისვლას ელოდება, რის შემდეგაც გეგმავს სამართალდამცველების სახლში შეშვებას. გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველების მისვლას გუშინდელ აქციას უკავშირებს. „სადარბაზო სავსეა პოლიციელებით. ახლა ვურეკავ ჩემს ადვოკატსაც. ჩემი მეზობლები მზად არიან, რომ შემოვიდნენ, მათგან […]

მარნეულში 60 წლის ბასტი მამედოვა საკუთარი სახლის სარდაფში დამარხული იპოვეს – დანაშაულის ახალი დეტალები

მარნეულში დღეს შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც აქამდე ცნობილი იყო, ქალის სხეული ახლობელმა სახლში აღმოაჩინა. თუმცა, ხდება ცნობილი გარკვეული დეტალები. როგორც ცნობილია 60 წლის ბასტი მამედოვას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს კი მისივე საცხოვრებელი სახლის სარდაფში დამარხული იპოვეს. ქალს ოჯახი არ ჰყავდა, მასთან ერთად მისი ძმისშვილი ცხოვრობდა, რომელიც ამ დროისათვის დაკარგულად ითვლება. გამოძიება სისხლის სამართლის […]

მარნეულში ქალი მოკლეს

მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში მკვლელობა მოხდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ამის შესახებ 1TV.GE წერს. როგორც თანასოფლელები ყვებიან, მოკლულია შუახნის ქალი, რომლის ცხედარი საკუთარ სახლში ნათესავმა ნახა. მათივე თქმით, სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ორმოში აპირებდა მკვლელობის ჩამდენი ცხედრის დამარხვას. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე […]

სუსი – “ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა”

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ რ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს, თითქოსდა, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 10 […]