კატეგორია: სამართალი

“მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხიდან უახლოეს მომავალში გამოვლენ”

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულებთან – მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან. რაც შეეხება „M2“-ს, ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან ყველანაირი მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. „მიწის […]

რუსეთის გენპროკურატურამ საქართველოს ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვების ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ნიჟნი ნოვგოროდის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე გლუშკოვისა და მისი ძმის, ვლადიმერ გლუშკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. „ამჟამად რუსეთის გენერალური პროკურატურის მეშვეობით გლუშკოვების საქართველოდან რუსეთში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტა ხდება“, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში. შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟნი ნოვგოროდის სამმართველოს ინფორმაციით, […]

პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის

საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. შავ სიაში შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას, კერძო ხასიათის შეთანხმებას უწოდებს. თუმცა უწყება აცხადებს, რომ საკითხს შეისწავლის და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. “ნეტგაზეთმა” მთავარ პროკურატურას მიმართა კითხვით, აპირებს თუ არა უწყება მოკვლევის დაწყებას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზე. “ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, […]

შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

„ქართული ოცნების“ მთავარი PR ტექნოლოგის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო შსს-მ მოკვლევა დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა  P.S.-ში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო. კადრები, რომელიც P.S.-მა ექსკლუზიურად მოიპოვა-საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში „ქართული ოცნების“ მთავარი PR ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. კადრებში კარგად ჩანს, რომ […]

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გორგაძეს 6 წელი მიესაჯა

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გორგაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ გორგაძე და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. „წარდგენილი ბრალის თანახმად, თ. გ.-ს ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, […]

აუდიტის სამსახური ანტინაცების ბილბორდებზე მოკვლევას იწყებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუჩებში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბორდებთან დაკავშირებით მოკვლევას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახურზე დაყრნდობით “ლიბერალი” ავრცელებს. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამბობენ, უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს თუ ვისი დაფინანსებით არის გაკეთებული ბილბორდები “არა ნაცებს! არა ბოროტებას!”. 18 ნოემბერს თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა, რომელზეც გამოსახული არიან: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ […]

”ცოლ-შვილს დაგიხოცავ, 3.000 დოლარს თუ არ მოიტან” – პოლიციამ რუსთავში ა.გ. დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ედება. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების განადგურების მუქარით, 3.000 ამერიკულ დოლარს სძალავდა. […]

ახმეტაში დაკარგული 86 წლის ნიკო გუშკაშვილი გარდაცვლილი იპოვნეს

ახმეტაში დაკარგული 86 წლის ნიკო გუშკაშვილი გარდაცვლილი იპოვნეს. იგი 12 ნოემბერს სახლიდან პირუტყვის სამწყემსად გავიდა და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. გუშკაშვილს 5 დღის განვალობაში სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები ეძებდნენ და ცხედარს დღეს ალაზნის პირას მიაკვლიეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი

გორში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ძებნა გაგრძელდება – პოლიცია მიწის სკანირების შედეგს ელოდება

გორის ცენტრალური პარკი და მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე დღეა მთლიანად პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, თუმცა 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარის საძიებო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ”კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველები მიწის სკანირების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც პროცესი განახლდება. გუშინ ადგილზე პოლიციასთან ერთად 2004 წელს გაუჩინარებული, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილისოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში […]

სუსმა ოთარ გაბუნიას დაკავება დაადასტურა – “ის და ადვოკატი ირაკლი გ. 2 ოქტომბერს დავაკავეთ”

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუსის დაკავებული მაღალჩინოსან ოთარ გაბუნიას შესახებ სახელმწიფო უშიშროების სამსახური გამოეხმაურა. “გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირების შესახებ. სიუჟეტში საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული პირები, აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის […]