კატეგორია: სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს – ბაკურ გულუა ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ზუგდიდში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებს. ექიმების ცნობით, მამაკაცს ბარძაყის არეში, მრავლობითი ნაგლეჯი ჭრილობები აღენიშნება. არსებული ონფორმაციით, დაჭრილი გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბაკურ გულუაა. შს სამინისტრო დაჭრის ფაქტს ადასტურებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ირაკლი ჩიმაკაძე – ”ჩატაევი ჩვენ არ შემოგვიყვანია საქართველოში, მასთან წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა”

თბილისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარებიდან, რომლის დროსაც აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ლიკვიდირება მოხდა, ერთი წელი გავიდა. ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე, ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე პასუხისმგებლობას საქართველოს წინა ხელისუფლებას აკისრებს. ის ამბობს, რომ ჩატაევთან სწორედ ისინი თანამშრომლობდნენ. რაც შეეხება ჩატაევის ციხიდან გათავისუფლებას, ჩიმაკაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ის მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ წინა ხელისუფლებამ ბრალი არასწორი […]

გომელაური – “ვიტყვით ჩვენ, რომ მაჩალიკაშვილებთან ხელყუმბარა ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა, ჰქონდათ ყუმბარა”

ძალიან მინდა ბევრი დეტალი მოვყვე და ხალხს ვაჩვენო, რა იგეგმებოდა. დრო მოვა, ყველაფერს ფარდა აეხდება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა გასულ წელს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა მას თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ დაუსვეს კითხვა, რატომ ვერ აღმოაჩინეს ხელყუმბარაზე მისი თითის ანაბეჭდები. როგორც გომელაურმა განმარტა, თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებლიდან […]

„კაფეში შევარდა და ორი ადამიანი დაჭრა“ – რა მოხდა „მეიდანთან“ გუშინ და რატომ არ აკავებს დამნაშავეს შსს?

დრონი.ჯი-ს ინფორმაციით გუშინ თბილისში, მეიდანზე, ერთ-ერთი კაფეში ორი ახალგაზრდა მძიმედ დაჭრეს. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო პირი, რომელიც კაფეში შევარდა და იარაღიდან გაისროლა, დაკავებული არ არის. დრონი.ჯი დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ადამიანი ნამდვილად დაჭრეს. შსს-ში იმასაც ამბობენ, რომ დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული. ეს […]

სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფები გაამართლა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და გიორგი გედენიძეები გაამართლა. “დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დეპარტამენტმა ასევე შეისწავლა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოიპოვა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც […]

თბილისში ღამის კლუბის მფლობელი ირანელი ცემეს

თბილისში ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელი ირანის მოქალაქე სცემეს. ახლობლების თქმით, შაჰრან ბარაეის ფიზიკურად კონკურენტი კლუბების დაცვის თანამშრომლები გაუსწორდნენ. ირანის მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამ დროისათვის უკვე მკურნალობას სახლში განაგრძობს.  დაზიანებებისას სახისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული. მისი თქმით, მას ისევ ემუქრებიან, რის გამოც უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა ამის […]

მთვრალმა მოქალაქემ მთვრალი ნაციონალი დაჭრა – რა მოხდა ონში

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს […]

ესპანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ქალაქ სარაგოსას პოლიციის ინფორმაციით, 27 და 28 წლის მამაკაცები მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეღწევას ცდილობდნენ. ჩხრეკისას მათ სხვა ბინებიდან მოპარული ძვირფასეულობა და ფული აღმოაჩნდათ. პოლიციის ცნობით ერთ-ერთ დაკავებულს საბერძნეთის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა ჰქონდა. რუსთავი 2

კახა საბანაძე – ”იაგო ნებიერიძის ჩვენებით ზაქრო ბერძნიშვილის საქმეზე დოკუმენტური მასალა ვიპოვეთ”

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ 2004 წელს გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ამოღებულია დოკუმენტური მასალა. საბანაძე ამბობს, რომ დამატებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერტიმენტი. „იაგო ნებიერიძის ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დავათვალიერეთ მითითებული ადგილი და ავიღეთ დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დაჭირდება ზუსტად ვერ ვიტყვით”, […]

”შუბლს გაგიხვრეტ, აქ არ დაგინახო ჩამოსულიო” – პოლიციის უფროს მჭედლიძეს კვინიკაძეები ძალადობას აბრალებენ

ხარაგაულის პოლიციის უფროსს, დავით მჭედლიძეს კვინიკაძეები ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ხარაგაულის პოლიციის უფროსი მათი ბიზნესით არის დაინტერებული და საქმიანობის დატოვება სთხოვს. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გზაზე გადაადგილებისას უხერხულად გაჩერებული მანქანა დახვდათ, გზის გათავისუფლება სთხოვეს, მაგრამ სიტუაცია დაიძაბა და პოლიციელებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და […]