კატეგორია: სამართალი

სუსის დაკავებული მაღალჩინოსანი ოთარ გაბუნია დუმილს არღვევს და შეიძლება მთავარი პროკურორის მოადგილეები დაასახელოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დიდ სკანდალში ეხვევა – დაკავებულია სუს-ის მაღალჩინოსანი, თუმცა, ამ ამბავს ხელისუფლება მალავს. სუს-ის ყოფილ თანამშრომელს, ოთარ გაბუნიას, გამოძიება თაღლითობას ედავება. ყოფილი ძალოვანი გლდანის ციხეშია და კურიერის ინფორმაციით, დუმილს არღვევს. გაბუნია აპირებს, დაასახელოს საქართველოს პროკურატურის ის ორი მაღალჩინოსანი, ვისთანაც დიდი ოდენობით ქრთამიდან წილი მიჰქონდა. სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის დიდი ფულის გამოძალვის საქმეში მთავარი პროკურორის […]

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს

რამდენიმე საათის წინ ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს. არასრულწლოვანს ცივი იარაღით დაესხნენ თავს. დაჭრილი პოლიციამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ირკვევა, დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბათუმელები

ხათუნა რაზმაძე – ”იაგო ნებიერიძე ჩემი შვილის გატაცებასთან კავშირშია, ითხოვდა 20.000 დოლარს” – გორის პარკში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ძებნა შეწყდა

გორში 2004 წელს გატაცებული და ამ დრომდე გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის დედა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ხათუნა რაზმაძე ამბობს, რომ ოჯახმა არ იცის რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ბიჭის უგზოუკვლდ დაკარგვის საქმე გაიხსნება. „2004 წელს იაგო ნებიერიძეს ბრალი ვერ წაუყენეს გატაცებისთვის, ის თაღლითობისთვის დააკავეს. დაველოდოთ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, გაირკვევა ყველაფერი. […]

ხონში ქმარი 6 თვის ორსულ ცოლს, შურისძიების ნიადაგზე, სისტემატიურად სცემდა – მოძალადეს 5 წელი მიესაჯა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო. როგორც “ნიუპოსტს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხონის რაიონში თ.ხ. 2018 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა 6 თვის ორსულ მეუღლეზე, რა დროსაც ახსენებდა, რომ მისი საჩივრის საფუძველზე […]

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – სისხლიანი გარჩევა ეჭვიანობის ნიადაგზე

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.მ-ს მიმდინარე წლის 16 ნოემბერს თბილისში საღამოს […]

“ჩემი შვილის ცხედარს ჩვენს სახლთან ეძებენ” – რას ამბობს ზაქრო ბერძნიშვილის დედა ხათუნა რაზმაძე

14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის, დედა ხათუნა რაზმაძე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ის ადგილი, სადაც შეიძლება მისი შვილი ცხედარი იყოს, მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა. “ვდგავარ აქ და ველოდები. არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით, არ გვეუბნებიან. ინტერნეტით შევიტყვე, რომ ასეთი ამბავი ხდებოდა. არც უწყებიდან არავინ დამკავშირებია ვინმე. ეს ადგილი, სადაც ახლა პოლიციაა მობილიზებული, ჩემს […]

გორში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის მოსაძებნად იაგო ნებიერიძე მიიყვანეს

გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან. გარკვეული მონაკვეთი, დაახლოებით 200 კვმ პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვული. ადგილზე იმყოფებიან 14 წლის წინ, 2004 წლის პირველ ნოემბერს გორში გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრები. მიმდინარე ოპერატიული ღონისძიების დეტალებზე გაუჩინარებული ბავშვის მშობლები და ნათესავები დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ და ვარაუდობენ, რომ ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ დაკარგული […]

გორში 14 წლის წინ დაკარგული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ეძებენ

ამ წუთებში გორის ცენტრში, კულტურისა და დასვენების პარკში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გადაკეტილია პერიმეტრი, კრიმინალისტებს რამდენიმე ადგილი სპეციალური დროშებით აქვთ მონიშნული. ისინი ძებნის ოპერაციას სპეციალური აპარატურის მეშვეობით ატარებენ. არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს 14 წლის წინ გორში დაკარგული 11 წლის მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები. საუბარია ზაქრო ბერძნიშვილზე, რომელიც მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ გაიტაცა. ნებიერიძე გამოსასყიდის მოთხოვნის […]

ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკით თავი ჩამოიხრჩო

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 03.30 საათზე, N2  პენიტენციურ დაწესებულებაში 1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო […]

შვედეთში ქართველი მამაკაცის სხეულის ნაწილები მდინარესთან იპოვეს – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. დანაშაული ქალაქ კალიქსში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს. დაკავებულია ერთი პირი – სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქე. ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისი მტკიცებით, მკვლელობა მან თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, თუმცა რატომ იყო ცხედარი დანაწევრებული – ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს. შვედეთის პროკურატურამ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლული საქართველოს […]