გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა გატეხეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა კარის გატეხვით შიგნით შეღწევა მოახერხეს. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც. როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი ბუღრიძემ განაცხადა, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა. „სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია. ესაა ვანდალიზმი, განადგურებულია ინვენტარი, მოპარულია თუ არა რამე, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ […]
კატეგორია: სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1981 წელს დაბადებული დ.წ., 1989 წელს დაბადებული ა.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის […]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცა
საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პასუხისგებაში რუსეთის მოქალაქეა მიცემული. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების – საქართველოს საბაჟო საზღვარზე, […]
ბათუმში ირანელი ნარკორეალიზატორი დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ა.ბ. ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, ა.ბ.-სგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 […]
მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა – პროკურატურა მას ლორა სმიტის გაუპატიურებასაც ედავება
2018 წლის 4 ივლისს, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა – ამის შესახებ „ნიუპოსტს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. მთავარი საგამოძიებო ორგანოს განცხადებით, გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა […]
ლადო გრიგალაშვილი – ”ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის აღიარება ზეწოლის შედეგად მიმაცემინეს” – ბრალდებულმა სასამართლოზე პირველი ჩვენება გადათქვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა ჩვენება მისცა. მან დეტალურად აღწერა ის დღე, როცა მკვლელობა მოხდა. როგორც გრიგალაშვილმა ჩვენებაში აღნიშნა, ანა ნაცვლიშვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მის ზარებზე აღარ პასუხობდა. „ვურეკავდი, არ მიპასუხა. 6 წლის განმავლობაში არ მახსოვს, მას პირველივე ზარზე არ ეპასუხა. არც მესიჯზე მიპასუხა და არც […]
მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და ნაცვლად მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედებისა ამჟამად მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავებოდა. ”მერაბ მორჩაძე თავს დამნაშავედ გრძნობს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებით […]
ბათუმში 55 წლის კაცი 13 წლის გოგონას სექსუალურად ავიწროვებდა, გოგონა შეუძლოდ გახდა
ბათუმში, 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 55 წლამდე მამაკაცი დააკავეს. როგორ „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მამაკაცის დაკავება არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ განცხადების საფუძველზე მოხდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მუნიცპალურ ტრანსპორტში მოხდა. „მე მოზარდის დედამ მომმართა, ოჯახი ჩვენი […]
“ქალმა ჩარიცხვის აპარატთან ქმრის საყვარელს თმები მოქაჩა” – გორში ქალებმა კაცის გამო ერთმანეთი ცემეს
გორში ქალებმა ერთმანეთი ცემეს. სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს – სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ 8 ნოემბერს გორში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმა მალხაზ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. საქმე იმაშია, რომ გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს […]
სომხეთში კანონიერი ქურდი მერაბ კალაშოვი დააკავეს
სომხეთის პოლიციამ 43 წლის ე.წ “კანონიერი ქურდი” მერაბ კალაშოვი დააკავა, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მიერ იძებნებოდა. მას დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებასა და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე შეატყობინა ინტერპოლს საერთაშორისო ძებნილის აღმოჩენისა და დაკავების შესახებ. კალაშოვს კრიმინალურ წრეებში მერაბ “თბილისკის” სახელით იცნობენ. ნიუპოსტი










