თბილისში ტაქსის მძღოლის მანქანა კლიენტმა გაიტაცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანის მფლობელს კლიენტმა საჭესთან დაჯდომა სთხოვა. „ვტაქსაობ და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვა უნდოდა მანქანის, უბრალოდ გაიტაცა, მანქანაში ჩაჯდა და უბრალოდ გაიტაცა,“ – აღნიშნა დაზარალებულმა. ზურაბ ჟვანიას სახელობის მოედნიდან გატაცებული ავტომობილი საპატრულო პოლიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ნახა. სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება […]
კატეგორია: სამართალი
ნინო ლომჯარია შსს-ში დაიბარეს
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს. ამ დროისთვის კონკრეტულად უცნობია თუ რა დროს მივა სახალხო დამცველი შსს-ში. ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ლომჯარიასთან გასაუბრების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. „რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი, მემუქრებოდნენ […]
“პასუხი გამცეს მთავრობამ, ვინ მომიკლა შვილი” – ლევან კორტავას ოჯახი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ
“პასუხი გამცეს მთავრობამ, ვინ მომიკლა შვილი”, – ლევან კორტავას მამიდა, ხათუნა კორტავა უკვე მე-5 წელია დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ხათუნა კორტავა მომხდარს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველ რეზონანსულ დანაშაულებრივ ქმედებად აფასებს და ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, ვინც პატიმარ, ლევან კორტავას მკვლელობა დაუკვეთა. “ეს იყო პირველი რეზონანსული დანაშაულებრივი ქმედება ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს […]
ნიკო ფიროსმანის ,,ბატკანი“ დამიანე ალანიას ოჯახს დაუბრუნდება – მსჯავრდებულ მზია შალვაშვილს უდანაშაულობა დაუმტკიცდა
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მზია შალვაშვილი გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. “მზია შალვაშვილი 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი. განაჩენის თანახმად, მან 2008-2009 წლებში, როგორც […]
გახარია – “დავინახეთ ესკალაციის მზარდი საფრთხე და ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ”
პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გიორგი გახარიამ სამეგრელოდან გააკეთა. „ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ყოველთვის და ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის შენებას, ჩვენი მიზანია შენება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თუმცა, დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის […]
ახმეტის მუნიციპალიტეტში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები დაარბიეს
გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა გატეხეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა კარის გატეხვით შიგნით შეღწევა მოახერხეს. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც. როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი ბუღრიძემ განაცხადა, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა. „სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია. ესაა ვანდალიზმი, განადგურებულია ინვენტარი, მოპარულია თუ არა რამე, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ […]
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1981 წელს დაბადებული დ.წ., 1989 წელს დაბადებული ა.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის […]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცა
საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პასუხისგებაში რუსეთის მოქალაქეა მიცემული. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების – საქართველოს საბაჟო საზღვარზე, […]
ბათუმში ირანელი ნარკორეალიზატორი დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ა.ბ. ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, ა.ბ.-სგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 […]
მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა – პროკურატურა მას ლორა სმიტის გაუპატიურებასაც ედავება
2018 წლის 4 ივლისს, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა – ამის შესახებ „ნიუპოსტს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. მთავარი საგამოძიებო ორგანოს განცხადებით, გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა […]










