თბილისის საქალაქო სასამართლოში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა ჩვენება მისცა. მან დეტალურად აღწერა ის დღე, როცა მკვლელობა მოხდა. როგორც გრიგალაშვილმა ჩვენებაში აღნიშნა, ანა ნაცვლიშვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მის ზარებზე აღარ პასუხობდა. „ვურეკავდი, არ მიპასუხა. 6 წლის განმავლობაში არ მახსოვს, მას პირველივე ზარზე არ ეპასუხა. არც მესიჯზე მიპასუხა და არც […]
კატეგორია: სამართალი
მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და ნაცვლად მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედებისა ამჟამად მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავებოდა. ”მერაბ მორჩაძე თავს დამნაშავედ გრძნობს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებით […]
ბათუმში 55 წლის კაცი 13 წლის გოგონას სექსუალურად ავიწროვებდა, გოგონა შეუძლოდ გახდა
ბათუმში, 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 55 წლამდე მამაკაცი დააკავეს. როგორ „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მამაკაცის დაკავება არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ განცხადების საფუძველზე მოხდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მუნიცპალურ ტრანსპორტში მოხდა. „მე მოზარდის დედამ მომმართა, ოჯახი ჩვენი […]
“ქალმა ჩარიცხვის აპარატთან ქმრის საყვარელს თმები მოქაჩა” – გორში ქალებმა კაცის გამო ერთმანეთი ცემეს
გორში ქალებმა ერთმანეთი ცემეს. სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს – სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ 8 ნოემბერს გორში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმა მალხაზ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. საქმე იმაშია, რომ გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს […]
სომხეთში კანონიერი ქურდი მერაბ კალაშოვი დააკავეს
სომხეთის პოლიციამ 43 წლის ე.წ “კანონიერი ქურდი” მერაბ კალაშოვი დააკავა, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მიერ იძებნებოდა. მას დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებასა და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე შეატყობინა ინტერპოლს საერთაშორისო ძებნილის აღმოჩენისა და დაკავების შესახებ. კალაშოვს კრიმინალურ წრეებში მერაბ “თბილისკის” სახელით იცნობენ. ნიუპოსტი
ჯონი გიგანი – “მანქანა ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების უფროსმა ამიფეთქა” – რა მოხდა 15 წლის წინ
ბიზნესმენი ჯონი გიგანი 15 წლის წინ მისი მანქანის აფეთქებას იხსენებს და საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის თავიდან გამოძიებას სთხოვს. შპს „მორკინალის“ მფლობელის მტკიცებით, ავტომობილი ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აუფეთქა. ამის მიზეზად კი საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ ასახელებს, რომელშიც მაშინ წილის 90 პროცენტს ფლობდა. როგორც ამბობს, სწორედ აქ გადაიკვეთა მისი, პატარკაციშვილისა და კახა თარგამაძის ინტერესები. ბიზნესმენის […]
ბადრი ბიწაძე – ”მივმართე მინისტრს, რომ ეკა გიგაურისთვის ერთი საფეხურით მოემატებინა წოდება”
ეკა გიგაურის სარჩელი გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ – დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე იმყოფებოდა. საქმე ეხება ხაინდრავას მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციისხელმძღვანელისადმი საჯაროთ გამოთქმულ ბრალდებებს, სადაც ხაინდრავამ ეკა გიგაური 7 ნოემბრის აქციის დამრბევთა შორის მოიხსენია. ეკა გიგაური რეჟისორს ცილისწამების გამო უჩივის. ბადრი ბიწაძე ხაინდრავას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე […]
ოზურგეთში 35 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 35 წლის მ.გ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ დილით დაასრულა.ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სიმაღლიდან სწორედ თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა. გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ცხოვრობდა. როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი, ივანე ვაშაყმაძე გვეუბნება, კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ დაასრულა მ.გ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით, არ სახელდება: “არ ვიცი რა მოხდა და რატომ. ექსპერტიზის პასუხს ველოდებით. ძალიან კარგი […]
საქართველოში ირანის მოქალაქემ მეორე ირანელის მკვლელობა 5.000 დოლარად შეუკვეთა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. “თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.პ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 იანვარს, ქ.თბილისში ყოფნისას ა.პ. დაუკავშირდა და შეხვდა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ა.ფ.-ს, […]
დაჭრილი აკაკი გვასალია მანქანით გაქცევას ცდილობდა, მას შეიარაღებული ჯგუფი დაეწია – სისხლიანი გარჩევა სენაკის ცენტრში
კრიმინალური გარჩევა სენაკში – ერთი მამაკაცი ცივი იარაღით მძიმედ დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში დღის 5 საათზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაპირისპირება სენაკის სადგურის ტერიტორიაზე სკვერში დაიწყო. დაჭრილი აკაკი გვასალია საკუთარი ავტომობილით გაქცევას ცდილობდა, ხელკეტებითა და დანებით შეიარაღებული ჯგუფი მას დაახლოებით 100 მეტრში დაეწია და ქალაქის ცენტრში ჯერ მანქანა ხელკეტებით ჩაუმსხვრიეს, თავად გვასალიას კი დანით გაუსწორდნენ. ახალგაზრდას ჭრილობა მუცლის არეში […]










