ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა განაცხადა, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აუდიოჩანაწერია, რომლის ავთენტურობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს. ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე ბრალის წაყენება შიუკაშვილისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე პროკურატურას არც კი დაუკითხავს. „ამ საქმეზე არ ყოფილა დაკითხული […]
კატეგორია: სამართალი
პროკურატურა – “ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისგან სანქცირებული და დათა ახალაიასთან შეთანხმებული იყო” – ვიდეო
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. “საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი. მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავას […]
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. კურიერის ინფორმაციით, ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს. საქართველოს პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს სკოტლანდ იარდის გამოძიებას, რომელმაც საქმე 10 წლის წინ გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა. ამ საქმეში მთავარი […]
ნინო ლომჯარია – ”მირზა სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია”
გლდანის მერვე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სახალხო დამცველმა მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სუბელიანს არ აქვს სურვილი, კონკრეტული პასუხები გასცეს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს. ომბუდსმენის თქმით, სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. „გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი მისი მონაწილეობით, ამას მოჰყვა გუშინ საღამოს მისი მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობა, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი […]
ზაზა სარალიძე – ”მირზა სუბელიანს ვურჩევ, საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას”
მირზა სუბელიანს, შემიძლია, ვურჩიო, საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს, რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ, არიან ჩემი შვილის მკვლელები და მისი შვილის გამო არიან მოკლულები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა. ის გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის […]
”სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან” – პროკურატურამ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის 6 ივლისის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა – ვიდეო
დღეს საქართველოს პროკურატურამ ასეთი განცხადება გააკეთა: ”საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიებით დადგენილია, […]
რუსთავში ჩამომხრჩვალი კაცის ცხედარი იპოვეს
რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, 24 წლის კაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაცვლილს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კულტურისა და დასვენების პარკის დაცვამ, გარდაცვლილი დღეს დილით ნახა და პოლიციას შეატყობინა. პარკის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
“ოქუაშვილმა ყიფიანის მეშვეობით ჩინეთში გაყიდა 50 ცალი ბმვ და ფული მიითვისა” – რას ითხოვს ადვოკატი ხაჭაპურიძე
ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ – სპორტის ყოფილი მინისტრი “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. საუბარია ბიზნესპარტნიორობის პერიოდზე, რომელიც სპორტის ყოფილ მინისტრს მას შემდეგ გაახსენდა, რაც ზაზა ოქუაშვილმა მისი მონაწილეობით არაერთი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც ბიზნესის რეკეტს უკავშირდება. ყიფიანის ადვოკატი ოქუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს პროკურატურაში დღეს შეიტანს, სარჩელით კი სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. „ოქუაშვილმა რამდენიმე თვის წინ ჩინეთში გაყიდა ბატონი […]
„თქვენი დედა მოვ…ნ” – ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებს შეაგინა
მთავარ პროკურატურასთან, სადაც სკანდალურ აუდიოჩანაწერის გამოძიების ფარგლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე იმყოფება, მირზა სუბელიანის სიმამრი, ბორის კაკუბავა გამოჩნდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების ნაცვლად, მედიის წარმომადგენლებს შეაგინა. „თქვენი დედა მოვ…ნ წადით ახლა აქედან,“ – მიმართა ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებს. ბორის კაკუბავას საქმის ახალ დეტალებზე არ უსაუბრია. მას ასევე არ უთქვამს იცოდა თუ არა იმ დანაშაულებრივი სქემის […]
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა
სკანდალური აუდიოჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან – დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, შესვლისას მედიასთან კომენტარი მან არ გააკეთა. მან დღეს “რუსთავი 2”-თან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტი. ჯაფარიძე ამბობს, რომ მირზა სუბელიანი ნამდვილად ასახელებდა ფაქტებს, რომლებიც წესით უნდა […]









