ათენში გარდაცვლილი 23 წლის სოფო წიკლაური ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე საუბრობენ. გოგონას ბაბუა აღნიშნავს, რომ არავინ იცის, რა მოხდა. ავთო წიკლაური აცხადებს, რომ უცხო ადამიანი იმ სახლს სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა, ვერ მიაგნებდა: „ნახეს, კარები დაკეტილია, ვერ ხსნიან კარებს, ადგნენ და შეანგრიეს კარი მეზობლებმა, შევიდნენ და ნახეს სიტუაცია, იატაკზე გდია ბავშვი მკვდარი, შვილი კიდევ ლოგინშია, სძინავს […]
კატეგორია: სამართალი
“სოფო ნაწამებია, ხელის მტევნები აქვს მოტეხილი, სახეზე სიგარეტის ნამწვავები ჰქონდა… ბავშვი დივანზე უგონოდ ეგდო, ძაღლი კი სახეს ულოკავდა” – სოფო წიკლაურის სასტიკი მკვლელობის დეტალები
საბერძნეთში მოკლული 23 წლი სოფო წიკლაურის ოჯახს შემზარავი შემთხვევის ობიეატურად გამოძიების იმედი აქვს. მათი თქმით, ახალგაზრდა დედა, რომელსაც ჩვილი დარჩა, მკვლელობის მომენტში 2 თვის ალექსანდრესთან და ძაღლთან ერთად იყო. მეგობრები, რომლებმაც ცხედარი იპოვეს, ამბობენ, რომ გოგონა ნაწამებია. “ნაწამებია, ხელის მტევნები აქვს მოტეხილი, სახეზე სიგარეტის ნამწვავები ჰქონდა. ბავშვი გაბრუებული ჰყავდათ, რომ არ ეტირა. სატელეფონო ზარებს რომ […]
პროკურორი – ”ვეფხია ბაქრაძე თაკო გამრეკელაშვილის შვილს დედამისის მკვლელობაში მონაწილეობას სთავაზობდა”
25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მოკლულის მცირეწლოვან შვილს სთავაზობდა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა დაადასტურა. „აღნიშნულის შესახებ დადასტურდა მოწმეთა დაკითხვებით, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით, მცირეწლოვანმაც ისაუბრა”, – აცხადებს შაიშმელაშვილი. მისი განმარტებით, დღეს დაკითხულმა მცირეწლოვანმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული სწორად აღიქვა და სასამართლოსაც სწორი ჩვენება მიაწოდა. “დაიკითხა არასრულწოვანი, გარდაცვლილის […]
ათენში ნაპოვნი სოფო წიკლაური ნაწამებია – ვიდეო
საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქე 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქრონიკა მოკლულის ახლობელს ესაუბრა, რომელიც ამბობს რომ სოფო წიკლაური ნაწამებია და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა ძარცვას უკავშირდებოდეს. გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარს ახლა ექსპერტიზა უტარდება. დაწყებულია […]
სოფო წიკლაური მოკლულია? – ბერძნული გამოძიება დეტალებზე არ საუბრობს
ამ დროსითვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის სოფო წიკლაური მოკლულია. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ბერძნული საგამოძიებო ორგანოები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებაში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. „გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო […]
“ბრეზენტის ქსოვილში გაახვიეს და გვამი რიონში გადააგდეს…” – სასამართლომ დამნაშავედ 2 პირი ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ტ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს, ნ.ტ. და რ.გ. შეშის დამზადების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე ანჯელის ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ცხენით მოძრავი ი.კ. შეხვდათ. ნ.ტ.-მ წარსულში […]
ვაჟა-ფშაველაზე გიორგი ფიცხელიანის მკვლელობისთვის 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში 2017 წლის 24 ივნისს, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 27 წლის გიორგი ფიცხელიანი მოკლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფიცხელიანს 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როგორც […]
ეკა გიგაური – ”ფარცხალაძეზე ნათქვამი ახალი ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორი თვითმფრინავის ნაწილების ქარხანაში მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, 2016 წელს მათ ჰქონდათ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ებრაულ-ქართულ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან იქ ოთარ ფარცხალაძის კომპანია ფიგურირებდა. „გამჭვირვალობა-საქართველოს“ კითხვები გაუჩნდა იმიტომ, რომ კომპანიას უნდა მიეღო 85 მილიონის ინვესტიცია. გიგაურის თქმით, […]
”ოთარ ფარცხალაძე ბოინგის დეტალებს უშვებს და მისი შემოსავალი ამან გაზარდა… ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს”
შესაძლო კორუფცია, შემოსავლებ და ქონება, რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფლობს – აღნიშნულ საკითხზე ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძის შემოსავლები ლეგიტიმურია და ის დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით. „მას შემდეგ, რაც მან დაანება საჯარო სამსახურს თავი, ამის შემდგომ, თქვენ იცით, რომ იგი წავიდა ბიზნესში, კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მარტივი პასუხია. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვებს […]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე გადადგა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას ამიერიდან სოსო რამიშვილი შეასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა. ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. რუსთავი 2










