კატეგორია: სამართალი

“შევაგინე და ხელი დამარტყა” – ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძესთან ჩხუბს აღწერს

კურიერმა ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა. საუბარში ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის მენეჯერი მონაწილეობენ. ჩანაწერიდან დგინდება, რომ ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კონფლიქტი მოუვიდა. სპორტის ყოფილი მინისტრი ყვება, რომ ფარცხალაძემ სახლის სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. აუდიოფაილში ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძის სარდაფში განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე […]

ერაყში საქართველოს 25 წლის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქმრის ტერორისტობის გამო – მისი 3 შვილი თბილისში ჩამოიყვანეს

ერაყში დაკავებული საქართველოს 25 წლის მოქალაქის შვილები ბაღდათის ციხიდან თბილისში ჩამოიყვანეს. 6, 5 და 2 წლის ბავშვები თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდნენ. მცირეწლოვნების დედა ერაყის ხელისუფლებამ დააკავა და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ბავშვები ამ დრომდე ბაღდათის ციხეში, დედასთან ერთად, იყვნენ, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ისინი ჩამოიყვანეს. რამდენიმეთვიან მოლაპარაკებებში, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ჩართულები იყვნენ საქართველოს საელჩო […]

ზურაბ ჯაფარიძე – ”დედაენის ბაღში 20 ოქტომბერს კანაფის ფესტივალს მაინც ჩავატარებ, მოვიდნენ და დამიჭირონ”

შსს-ს განცხადების მიუხედავად, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე „დედაენის ბაღში“ დაგეგმილი კანაფის ლეგალიზების ფესტივალის ჩატარებას მაინც გეგმავს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს განცხადების საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ფესტივალზე ერთადერთი ვინც კანონს დაარღვევს, ის იქნება. პრეზიდენტობის კანდიდატს შსს-ს განცხადების სერიოზულობაში ეჭვი ეპარება, თუმცა აცხადებს, რომ „დედაენის ბაღში“ მისულებს საშუალება ექნებათ […]

შსს-მ „გირჩის“ კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ „გირჩის“ მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ბორცვაძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს. „გვსურს […]

შსს-მ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. და 1977 წელს დაბადებული გ.ფ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჯამში 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ ამოიღეს. შსს-ს ცნობით, […]

ავთო წიკლაური – ”უცხო სოფოს სახლს ვერ მიაგნებდა”

ათენში გარდაცვლილი 23 წლის სოფო წიკლაური ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე საუბრობენ. გოგონას ბაბუა აღნიშნავს, რომ არავინ იცის, რა მოხდა. ავთო წიკლაური აცხადებს, რომ უცხო ადამიანი იმ სახლს სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა, ვერ მიაგნებდა: „ნახეს, კარები დაკეტილია, ვერ ხსნიან კარებს, ადგნენ და შეანგრიეს კარი მეზობლებმა, შევიდნენ და ნახეს სიტუაცია, იატაკზე გდია ბავშვი მკვდარი, შვილი კიდევ ლოგინშია, სძინავს […]

“სოფო ნაწამებია, ხელის მტევნები აქვს მოტეხილი, სახეზე სიგარეტის ნამწვავები ჰქონდა… ბავშვი დივანზე უგონოდ ეგდო, ძაღლი კი სახეს ულოკავდა” – სოფო წიკლაურის სასტიკი მკვლელობის დეტალები

საბერძნეთში მოკლული 23 წლი სოფო წიკლაურის ოჯახს შემზარავი შემთხვევის ობიეატურად გამოძიების იმედი აქვს. მათი თქმით, ახალგაზრდა დედა, რომელსაც ჩვილი დარჩა, მკვლელობის მომენტში 2 თვის ალექსანდრესთან და ძაღლთან ერთად იყო. მეგობრები, რომლებმაც ცხედარი იპოვეს, ამბობენ, რომ გოგონა ნაწამებია. “ნაწამებია, ხელის მტევნები აქვს მოტეხილი, სახეზე სიგარეტის ნამწვავები ჰქონდა. ბავშვი გაბრუებული ჰყავდათ, რომ არ ეტირა. სატელეფონო ზარებს რომ […]

პროკურორი – ”ვეფხია ბაქრაძე თაკო გამრეკელაშვილის შვილს დედამისის მკვლელობაში მონაწილეობას სთავაზობდა”

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მოკლულის მცირეწლოვან შვილს სთავაზობდა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა დაადასტურა. „აღნიშნულის შესახებ დადასტურდა მოწმეთა დაკითხვებით, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით, მცირეწლოვანმაც ისაუბრა”, – აცხადებს შაიშმელაშვილი. მისი განმარტებით, დღეს დაკითხულმა მცირეწლოვანმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული სწორად აღიქვა და სასამართლოსაც სწორი ჩვენება მიაწოდა. “დაიკითხა არასრულწოვანი, გარდაცვლილის […]

ათენში ნაპოვნი სოფო წიკლაური ნაწამებია – ვიდეო

საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქე 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქრონიკა მოკლულის ახლობელს ესაუბრა, რომელიც ამბობს რომ სოფო წიკლაური ნაწამებია და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა ძარცვას უკავშირდებოდეს. გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარს ახლა ექსპერტიზა უტარდება. დაწყებულია […]

სოფო წიკლაური მოკლულია? – ბერძნული გამოძიება დეტალებზე არ საუბრობს

ამ დროსითვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის სოფო წიკლაური მოკლულია. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ბერძნული საგამოძიებო ორგანოები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებაში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. „გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო […]