კატეგორია: სამართალი

“ბრეზენტის ქსოვილში გაახვიეს და გვამი რიონში გადააგდეს…” – სასამართლომ დამნაშავედ 2 პირი ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ტ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს, ნ.ტ. და რ.გ. შეშის დამზადების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე ანჯელის ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ცხენით მოძრავი ი.კ. შეხვდათ. ნ.ტ.-მ წარსულში […]

ვაჟა-ფშაველაზე გიორგი ფიცხელიანის მკვლელობისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში 2017 წლის 24 ივნისს, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 27 წლის გიორგი ფიცხელიანი მოკლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფიცხელიანს 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როგორც […]

ეკა გიგაური – ”ფარცხალაძეზე ნათქვამი ახალი ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორი თვითმფრინავის ნაწილების ქარხანაში მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, 2016 წელს მათ ჰქონდათ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ებრაულ-ქართულ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან იქ ოთარ ფარცხალაძის კომპანია ფიგურირებდა. „გამჭვირვალობა-საქართველოს“ კითხვები გაუჩნდა იმიტომ, რომ კომპანიას უნდა მიეღო 85 მილიონის ინვესტიცია. გიგაურის თქმით, […]

”ოთარ ფარცხალაძე ბოინგის დეტალებს უშვებს და მისი შემოსავალი ამან გაზარდა… ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს”

შესაძლო კორუფცია, შემოსავლებ და ქონება, რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფლობს – აღნიშნულ საკითხზე ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძის შემოსავლები ლეგიტიმურია და ის დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით. „მას შემდეგ, რაც მან დაანება საჯარო სამსახურს თავი, ამის შემდგომ, თქვენ იცით, რომ იგი წავიდა ბიზნესში, კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მარტივი პასუხია. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვებს […]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე გადადგა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას ამიერიდან სოსო რამიშვილი შეასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა. ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. რუსთავი 2

ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს

ჩართულობის და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სადაც 30 სექტემბერს მოკლული ვიტალი საფაროვი მუშაობდა, კონფლიქტი და მკვლელობა სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიადაგზე მოხდა. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჩართულობის და განვითარების ცენტრის შეფასებით, უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს: „2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 25 წლის ასაკში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების […]

ქართულის ცოდნის გარეშე უცხოელებზე ბინადრობა აღარ გაიცემა – რა წერია ახალ კანონპროექტში

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ქართული ენის ცოდნის გარეშე უცხოელებზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, შესაძლოა, აღარ გაიცეს. საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა და მის პრინციპებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო ფრაქცია […]

გუკა რჩეულიშვილი შეიძლება ისევ დაიჭირონ

თუკი 4 ნოემბრამდე „ცენტრ პოინტის“ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება, გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს. ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე სასამართლო განხილვების 2- წლიანი ვადა 4 ნოემბერს გადის. მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული, რომელზეც თუკი საპროცესო შეთანხმება არ იქნება გაფორმებული, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ამის შემდეგ კი დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე ისარგებლებს და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის […]

სუსმა თბილისში ირანელების ოფისები და სახლები გაჩხრიკა – ირანის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა. გამოძიების ინფორმაციით, ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვის განმახორციელებელი პირები აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. თბილისში, ირანის მოქალაქეების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარდა, რის შედეგადაც ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, „შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები, რითაც დადასტურდა […]

ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის შეწირული 200.000 ლარი – აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა

მედიკოსების მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში აუდიტის სამსახური სასამართლოს შემომწირველების საბანკო გადარიცხვებისა და შემოსავლების დაინტერესების თხოვნით მიმართავენ. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ სასამართლოსგან ითხოვენ ნებართვას, მიიღონ წვდომა შემომწირველების დეკლარირებულ შემოსავლებზე. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 9 ოქტომბერს უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა იმ შემომწირველთა დეკლარირებულ შემოსავლებზე, რომლებმაც 1-5 ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის […]