შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის – ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 35 და 42 წლის პირები დააკვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების […]
კატეგორია: სამართალი
გიორგი ქურდაძე – “ლევან ყიფიანი დეტალებში მიყვებოდა, როგორ ცემეს და ამაში ფარცხალაძეს ადანაშაულებდა… შუბლზე დიდი წითელი ზოლი ჰქონდა”
„ომეგა ორის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე, ლევან ყიფიანის ცემის ფაქტს ადასტურებს. როგორც ქურდიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მან პირადად ნახა ნაცემი ყიფიანი და მისგან მოისმინა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ფარცხალაძემ განახორციელა. გადაცემაში საუბრისას ქურდიანმა აღნიშნა, რომ ყიფიანის ცემა 4 მილიონი ლარის მიტანის დაგვიანებას უკავშირდებოდა, ვინაიდან „ომეგას“ ხელმძღვანელობას თავიდან ამ თანხის გადახდა არ სურდა. მისივე განცხადებით, ამის შემდეგ ყიფიანმა დაიწყო […]
თბილისში კორპუსიდან 20 წლის ბიჭი გადმოხტა და დაიღუპა
ლევან აღდგომელაშვილი – ”ლევან ყიფიანის ჩვენება მონაბოდია, ეს ადამიანი სინდის-ნამუსის დეფიციტს განიცდის”
„ომეგა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ბოდვას უწოდებს ლევან ყიფიანის ჩვენებას, რომელიც თბილისის პროკურატურამ გამოაქვეყნა. სკანდალური აუდიო ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანი ჩვენებაში ჰყვება, რომ ჩანაწერები ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით მომზადდა და იმის გამო, რომ ის მითითებებს კარგად ვერ ასრულდება, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი მას არტისტიზმს უწუნებდა. ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს, რომ ტყუილია ის ინფორმაცია, რომ ჩანაწერების გაკეთება ზაზა ოქუაშვილის სურვილი იყო. „ეს არის მონაბოდი. არავის არ სჭირდება მით უმეტეს თუ მას […]
ლევან ყიფიანი – ”ფარცხალაძეს სარდაფი თუ აქვს, არც კი ვიცი…. ივანიშვილთან შეხვედრა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა”
დღეს მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა. სპორტის ყოფილი მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს. „რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა. ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით“, – […]
“ჩვენი მიზანი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო” – რატომ სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტები
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ჯგუფი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. კომპანია სამშენებლო ობიექტზე ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტებთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე განმარტებას აკეთებს. “დღეს დილით, დაახლოებით ათ საათზე მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან (ქვიშხეთის სამშენებლო უბანი) “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, უნებართვოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც […]
რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ეკა გაგუა და ოპერატორი ლევან კალანდია სცემეს
თავდასხმა „რუსთავი 2″-ის გადამღებ ჯგუფზე – „კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს. ფიზიკურად „რუსთავი 2″-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე […]
ლუკა ფალიანის მკვლელობის საქმიდან მტკიცებულებები გაქრა – ოჯახი სისხლის აღებით იმუქრება
კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმე, საიდანაც მთავარი მტკიცებულება გაქრა. მესტიაში 26 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან წაშლილია. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მტკიცებულება პროკურატურამ განზრახ გაანადგურა და ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს. ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების, სვანური წესებით გასამართლებით იმუქრება და ამბობს, რომ რადიკალურ ნაბიჯებამდე ხელისუფლების უმოქმედობამ მიიყვანა. „გააკეთონ თავისი საქმე, ისე რომ ჩვენ […]
ლევან ყიფიანმა პროკურატურა დატოვა – “შეკითხვები ახალ გარემოებებზე იყო”
ცოტა ხნის წინ ლევან ყიფიანმა თბილისის პროკურატურა დატოვა. პროკურატურას ლევან ყიფიანთან შეკითხვები ძირითადად ახალ გარემოებებზე ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. როგორც ხაჭაპურიძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 10 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში გაკეთდება. კომენტარის გაკეთება არ ისურვა თავად ლევან ყიფიანმაც. მისი თქმით, ხუთსაათიანი გამოკითხვა დამღლელი იყო. ყიფიანის განცხადებით, ოთხშაბათს […]
ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში ხელმეორედ მივიდა
თბილისის პროკურატურაში ლევან ყიფიანი ხელმეორედ მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარ ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. ყიფიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ მედიის კითხვებს დაკითხვის შემდეგ უპასუხებს. არსებული ინფორმაციით, გამოძიებას დამატებითი კითხვები აქვს „თიბისი ბანკის“ ეპიზოდთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არც საგამოძიებო უწყების მხრიდან გაკეთებულა კომენტარი. გამორიცხული არ არის, რომ ყიფიანმა ჩვენება კვლავ მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. […]









