კატეგორია: სამართალი

ადვოკატი გაბუნია – ”დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს”

დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია მთავარ პროკურატურას მიმართავს. ის სპორტის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ჩანაწერებზე, სადაც ლევან ყიფიანი დიმიტრი ქუმსიშვილის გვარს ახსენებს. დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ ქუმსიშვილი აუდიოჩანაწერში ნახსენებ ფაქტებს აბსოლუტურად ემიჯნება და ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. „დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიცია […]

“მერე იქ ბიძინამ შეკრიფა ეგენი და ვანომ უნდა ვთქვაო ამ კაცის სახელიო და მერე ქუმსიშვილს უთხრა, შენ ხარ პ… ჭიო” – “ომეგას” საქმეზე ახალი ჩანაწერი გავრცელდა

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე “კურიერს“ წყარომ მორიგი აუდოჩანაწერი მიაწოდა. ჩანაწერში სიგარეტის ბაზრის მსხვილი მოთამაშეების კონფიდენციალური საუბარია ასახული და სადაც მთავარი ფიგურანტი ამჯერად ბიძინა ივანიშვილია. თუ მანამდე გავრცელებულ ჩანაწერებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები, ამჯერად თბილისის თამბაქოს დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი,  „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბარში იხსენებს კონკრეტულ ქეისს, რომელიც სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენით დალაგდა და რომლის გამოც, როგორც […]

ზვიად ქორიძე – “დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე კომისიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო”

შეწყალების კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც იმსჯელა, მაგრამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა. ზვიად ქორიძეს გიორგი მამალაძის საქმეზე მსჯელობის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 111 მსჯავრდებული შეიწყალა. კომისიამ სულ 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ზვიად ქორიძის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. […]

კალაძე – “რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს?”

თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის გაუგებარია რა შუაში არიან ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები “ომეგა ჯგუფის” საქმესთან. კალაძის თქმით, გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებში არც ერთი მაღალჩინოსანი ან პოლიტიკოსი არ ფიგურირებს. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა? “ვინ ფიგურირებს? […]

გახარია – „დიდი ხანია, ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ” – შს მინისტრი ლონდონის სასამართლოსთან ითანამშრომლებს”

“ომეგა ჯგუფის” და ტელეკომპანია “იბერიას საქმე – შს მინისტრი ლონდონის სასამართლოში გამოცხადებას აპირებს. კითხვაზე ჩავა თუ არა გიორგი გახარია ლონდონში თუკი მას “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო გამოიძახებს გახარია ამბობს, რომ ლონდონში დიდი ხანია არ ყოფილა და აუცილებლად ჩავა. გარდა ამისა, შს მინისტრი ფიქრობს, რომ ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში მაღალჩინოსნების მიმართ ჩნდება, შესაბამისმა ორგანოებმა კითხვები […]

სერგეენკო – “თვალავაძე წესიერი კაცია, ყველაფერზე პასუხს მე ვაგებ, მის კაბინეტში 4 მილიონის წამალი არ იქნებოდა”

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. „თვალავაძე ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. […]

პოლონეთში 28 წლის საქართველოს მოქალაქე ჩაცხრილეს

პოლონეთში 28 წლის საქართველოს მოქალაქე ჩაცხრილეს. ცნობილია, რომ გორელი ახალგაზრდა ბ.ბ. პოლონეთში სამუშაოდ ერთი თვის წინ წავიდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ნიუპოსტი

ქობულეთში 17 წლის გოგონა მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქობულეთში 17 წლის გოგონა მეუღლის საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩავალი იპოვეს. მომხდარის მიზეზებზე უჭირთ საუბარი გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს. მომხდართან დაკავშირებით, ძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

”მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!” – გია თვალავაძეს და 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი გადაწყვეტილებას შემდეგი რეპლიკით შეხვდა: „რატომ მაპატიმრებთ რატომ? მოვიკლავ […]

პროკურატურა – ”პალიტრამედიის” სტამბაში შესვლა ”აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში დანაშაულის ნიშნებს უკავშირდება”

მთავარი პროკურატურა „პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) პროკურატურის წარმომადგენლების შესვლასა და ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზეზებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე უწყებაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. „ინტერპრესნიუსი“ მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს მთავარი პროკურატურის […]