კატეგორია: სამართალი

პროკურატურამ ზაზა ოქუაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და „ომეგა ჯგუფის“ 3 კომპანიის დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარა

თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბერს, მოწმის სახით გამოიძახა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სამი კომპანიის დირექტორი, თუმცა მათი ადვოკატის ცნობით, აღნიშნული პირები უწყებაში მითითებულ დროს ვერ მივიდოდნენ და ისინი საგამოძიებო ორგანოში 2018 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება […]

დიმიტრი ხუნდაძე – ”ვანო მერაბიშვილის შეწყალება შესაძლებელია”

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმეა, როგორც ამას მისი ადვოკატები საუბრობენ, პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალება შესაძლებელი ხდება. ხუნდაძე დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს და არა ვანო მერაბიშვბილის გავლენასა და პოლიტიკურ ბექ-გრაუნდზე. „თუ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად დამძიმებულია, ისე, როგორც სხვა შემთხვევაში იქნებოდა სხვა […]

დიმიტრი ტატიშვილს გულში ჩაურტყამს დანა – ცხედარი მისმა ძმამ იპოვა

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. როგორც “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა უთხრა, გარდაცვლილმა თვითდაზიანება დანით გულში მიიყენა, ცხედარი კი სახლში მისმა ძმამ იპოვა. “გულში ჩაურტყამს დანა. ძალიან დათრგუნულები ვართ. ვერც ვიფიქრებდით მსგავს რამეს. […]

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც დიდ დიღომში ბავშვებს საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი დღეს საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. როგორც ”პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა). დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა. დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები […]

გია თვალავაძეს ბრალი წარედგინა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს, გია თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალი წარედგინა, -ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. აღნიშნული პირი დღეს სუს-ში ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე […]

ლალი აფციაური – ”გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს”

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა. მისივე თქმით, გია თვალავაძეს ამ ეტაპზე ბრალი არ აქვს წარდგენილი. „ამ ეტაპზე ჯერ საქმის მასალებიც კი არ მაქვს გადმოცემული. მისთვის ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება, თუმცა ზუსტი დრო არ ვიცი“, – […]

“სერგეენკო თვალავაძის ფარი იყო” – რას ითხოვს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი

გია თვალავაძე მინიმუმ 15 მუხლით და მინიმუმ 4 წლის წინ უნდა მიეცათ პასუხისგებაში – აცხადებს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი, რომელიც წლებია ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და კანონდარღვევაზე საუბრობს და მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. მუხიგულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ უკანონო საქმეზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე წლებია არსებობს სრულ ინფორმაციას ფლობს მინისტრი დავით სერგეენკო. მუხიგულაშვილი ეჭვობს, რომ თვალავაძის […]

რუსთავში მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოხტა და თავი მოიკლა – ვიდეო

32 წლის მამაკაცი XIX მიკრო-რაიონის, ერთერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

“დიდი ოდენობით „სუბოტექსი“ აეროპორტში უკანა ტანით შემოჰქონდა“ – შსს-ს მაღალჩინოსანი გოგა გელაშვილი სკანდალური ბრალდებით დააკავეს

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ნარკობიზნესის სკანდალური საქმე, სადაც სხვა პირებთან ერთად შსს-ს მაღალჩინოსნის სახელიც ფიგურირებს… გახარიას უწყებამ საკუთარ მაღალჩინოსანს ხელბორკილები მას შემდეგ დაადო, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოტექსის“ შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა. სამართალდამცველებმა 1,0000 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება მოქალაქე კონსტანტინე მებუკეს უკანა ტანიდან ამოუღეს, რის შემდეგაც გამოძიების კვალმა ისინი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის […]

1 კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი “ოცნების“ სალაროში მიდიოდა – “კურიერმა” სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა

„ომეგა ჯგუფის“ საქმე – „კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება. გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ახორციელებს რეკეტს ხელისუფლება სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე და როგორ მიდის თანხა „ქართული ოცნების“ სალაროში. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით […]