სპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში – “კურიერის” ინფორმაცით, სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების გამო სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს. დაკავებულია სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. ინფორმირებული წყარო “კურიერს” უყვება რომ ჩხრეკის შედეგად უსაფრთხოების სამსახურმა ათობით კილოგრამი აკრძალული ფსიქოტროპული აბები ამოიღო. ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ხელბორკილები დღეს დილით საკუთარ კაბინეტებში დაადეს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გია თვალავაძე 2012 წლის იანვრიდან […]
კატეგორია: სამართალი
ხმაური და დაკავება თბილისში – 15 პოლიციელი 2 მთვრალს იჭერს – ვიდეო
ხმაური იყო გვიან ღამით თბილისში, დადიანის ქუჩაზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა,\ არასამთავრობო ორგანიზაცია “თეთრი ხმაურის” წევრმა, დავით სუბელიანმა გაავრცელა. მანვე ფეისბუქში დაწერა: “‘არ ვიცი ზუსტად რას ამტკიცებს ეს ვიდეო შესაძლო გადაცდომების კუთხით, მაგრამ რაც ნათლად ჩანს, არის ის, რომ: 1. საპატრულო პოლიციის მოქმედება არ ტოვებს პროფესიონალურის შთაბეჭდილებას. ძლივს ახერხებენ, საკუთარი […]
დაჭრა მიცკევიჩზე – შსს-მ დ.ლ. დააკავა
მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, […]
მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის კართან დაჭრეს
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. მამაკაცი საკუთარი სახლის კარებთან დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს საცხოვრებელი ბინის კართან, რომელიც 9-ე სართულზე მდებარეობს, სავარაუდოდ, 2 თავდამსხმელი ელოდებოდა. დაჭრილი მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. „ძალიან ბევრი პოლიციელი იყო. სასწრაფოც იყო. […]
“ჩემს სიძეს დაეხვივნენ ხელკეტებით, ორს კიდევ პისტოლეტი ეჭირა… 5-6 კაცი მცემდა” – ვარდისუბნის ინციდენტის ახალი დეტალები
სროლა და სისხლიანი გარჩევა სოფელ ვარდისუბნის ბაზარში – ადგილობრივები ინციდენტის დეტალებზე საუბრობენ. ვარდისუბნის მცხოვრებთა თქმით, დავის წამოწყების ინიციატორი ყარაჯალაში მცხოვრები პირი იყო, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი თავად გადაიტანა ავტომანქანიდან და მეორე მხარის წარმომადგენელს დაემუქრა. მათივე თქმით, იარაღი გაშველების დროს გავარდა, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური შეხლა- შემოხლა და ანგარიშსწორება მოჰყვა. ინციდენტი ერთი კვირის წინ დაიწყო და დღეს […]
ვანო მერაბიშვილი მოწამლეს?
ვარდისუბანში 6 შეიარაღებული 4 პირს გაუსწორდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში თავდასხმა მოხდა. 6-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი, სოფელ ყარაჯალას 4 მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდია. მათგან 3 პირს ცეცხლნასროლი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. დაშავებულებს მკურნალობა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდებათ. დაზარალებულების თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მაცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და […]
ბათუმში 6.000 ამპულა მორფინი დაკარგვის საქმეზე პოლიცია 44 წლის ლეილა ბასილაძეს ეძებს
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ექვსი ათასი ამპულა მორფინი დაიკარგა. დიდი ოდენობით დაკარგული ნარკოტიკული ნივთიერების საქმეზე პოლიცია 44 წლის ლეილა ბასილაძეს ეძებს. საქმის მასალების მიხედვით, სპეციალურ მედიკამენტებზე პასუხიმგებელმა ექთანმა ბასილაძემ კლინიკიდან ექვსი ათასი ამპულა მორფინი გაიტანა და ქვეყანა, კლინიკის დამფუძნებელ გოჩა ყულიჯანაშვილთან ერთად, დატოვა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ექთანს ნარკოტიკულ ნივთიერება კლინიკიდან უკანონოდ თვეების განმავლობაში გაჰქონდა. კურიერის მიერ […]
მარიამ ჯიშკარიანმა კოტე კემულარიას სტრასბურში დავა მოუგო – სახელმწიფო მას 1.500 ევროს გადაუხდის
იუსტიციის ყოფილ მინისტრ კოტე კემულარიასთან ქართულ სასამართლოებში წაგებული დავების საქმეზე, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა საქართველოს სახელმწიფოს დავა სტრასბურში მოუგო. სახელმწიფომ დავა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან წააგო. საქმე ეხება 2005 წელს იუსტიცის ყოფილი მინისტრის კოტე კემულარიას განცხადებას, რომელიც მან მარიამ ჯიშკარიანის მისამართით გააკეთა. „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ის კორუფციაში […]
გორში ბიძა-დისშვილი პენსიონერი მამის დაყაჩაღებისთვის დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ […]










