კატეგორია: სამართალი

სპეცოპერაცია ყიფშიძის ქუჩაზე – დაკავებულია 1 პირი

თბილისში, ყიფშიძის N7-ში პოლიციაა მობილიზებული. 1tv-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება სავარაუდოდ 20 სექტემბერს, ვაკეში მომხდარი დაჭრის ფაქტს უკავშირდება. ყიფშიძის ქუჩაზე დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-ში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილთა ასაკი 25 წლამდეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ორი […]

ქუმსიშვილი – ”მივმართავ სასამართლოს და პროკურატურას”

ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და მისი გვარის გამოყენებას მიუღებელს უწოდებს. როგორც ქუმსიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „აბსოლუტურად ემიჯნება მთელ ამ პროცესს“. „გუშინ და დღეს მე მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს. […]

ვაკეში პატრიარქის ექიმის შვილი დაჭრეს – ვინ ესროლა გივი პეტრიაშვილს

შეიარაღებული დაპირისპირება ვაკეში – ფალიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი პატრიარქის პირადი ექიმის შვილია. შალვა პეტრიაშვილი ალადაშვილის კლინიკის ექიმია, ამავე კლინიკაში მკურნალობას გადის ფალიაშვილზე დაჭრილი ორივე პაციენტი. ფალიაშვილზე მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ დაჭრილებს შორის ერთ-ერთი სწორედ ექიმ შალვა პეტრიაშვილის შვილი გივი პეტრიაშვილია. თავად შალვა პეტრიაშვილი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. ის ამბობს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება […]

„3 მანქანა გადმომიფორმე… მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ“ – ლევან ყიფიანი „ომეგას“ ქუმსიშვილ-ხადურისთვის მანქანებს და ფულს სთხოვს

რეკეტი სახელმწიფოს სახელით და “ომეგა ჯგუფის” სკანდალური საქმე – “კურიერმა” ახალი ჩანაწერი მოიპოვა. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ. „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს: „ლევან ყიფიანი: – აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 […]

ფალიაშვილზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ისმოდა გასროლის ხმა. სავარაუდოდ, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით – 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ლომჯარია მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი კვლელობის საქმეში ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოითხოვს: „საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიღებულ პარლამენტის დადგენილებაში, სხვა საკითხებთან ერთად შევიდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შემუშავებული ის რეკომენდაციები, რომლებიც […]

”ვეფხია ბაქრაძე ამბობს, რომ თამარ გამრეკელაშვილმა პირველმა მოუქნია დანა” – ბრალდებული ჩვენებას ცვლის

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის მტკიცებით, ის მკვლელობის მომენტში გამრეკელაშვილისგან თავს იცავდა. ბრალდებულს მისი ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ახალი პოზიცია აქვს და დამამძიმებელი გარემოებების გარდა, არც განზრახ მკვლელობის ნაწილს აღიარებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ბრალდებულის ადვოკატმა, თეიმურაზ მაგრაქველიძემ განუცხადა, ბრალდებული ამბობს, რომ თავდაპირველად თამარ გამრეკელაშვილმა გაიწია ბაქრაძისკენ დანით, თუმცა ბრალდებულმა მოკლულს დანა წაართვა, […]

მალხაზ კობაურის ადვოკატი – “სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული, დაზიანებები კი მიყენებულია სხვადასხვა ტრაექტორიით”

გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება, – ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მალხაზ კობაურის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრეს. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს […]

ესპანეთის პოლიციამ ქართული მაფიის 15 წევრი დააკავა

კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის“ 15 წევრი დააკავა. ესპანური მედიის ცნობით, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა და მათ ბრალად ედებათ ბარსელონაში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა. დაკავებულთა შორის არის 53 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ესპანეთში, სავარაუდოდ ყალბი პასპორტით ჩავიდა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა ალიკანტესა და სევილიაში. ცნობილია, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ევროპაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი […]

”ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში” – სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა იმ მოწმეთა ნუსხაზე და მტკიცებულებაზე, რომელიც არსებითი განხილვის დროს იქნება წარმოდგენილი და სია სრულად დამტკიცდა. დაცვის მხარემ დამატებით მოითხოვა მოწმის სახით პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის დაკითხვაც, რადგან როგორც გაირკვა მასთან კითხვები აქვს თავად ბრალდებულსაც. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ის […]